გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06
„წლის საუკეთესო სპორტსმენს,“ რომელიც გორში გამოვლინდა, გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური პრიზი ეგვიპტის ორკაციანი საგზური გადეცემა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამით“ მიმდინარე წელს 4 პროექტი დაფინანსდა, რისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 22 400 ლარი დაიხარჯა. აღნიშნული პროექტები წარმოადგენს კერძო და საჯარო სკოლების, არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სხვა დაინტერესებული უწყებების მიერ შემოთავაზებულ ინიციატივებს, რომელთა განხორციელებას გორის მერია ფინანსური მონაწილეობით უწყობს ხელს.
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ლიტვის ოფიციალურ დელეგაციას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობაზე, მუნიციპალურ პროგრამებზე, მუნიციპალიტეტების მხრიდან საზოგადოებრივი პროექტების ხელშეწყობაზე, აგრობიზნესის განვითარებაზე, სოციალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.
10 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, გორში სახალხო დღესასწაული "ოქონობა" აღინიშნება. 09:00 საათზე ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან მოეწყო მსვლელობა ოქონის მშენებარე ეკლესიამდე, სადაც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) სადღესასწაულო წირვა აღავლინა. წირვის შემდეგ, გაიმართა მსვლელობა ქალაქის დალოცვის მიზნით.
გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის სახელობის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, გორის მუნიცპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, მემორიალთან შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები და პატივი მიაგეს ამ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.
გორში დღეს ადგილობრივი ხელისუფლებისა და ევრორეგიონული უნივერსიტეტის წარმომადგენლებმა ცნობილი ქართველი ქორეოგრაფის ილიკო სუხიშვილის დაბადების დღე აღნიშნეს და მისი ბიუსტი გვირგვინებით შეამკეს. ,,გორში ყოველ წელს აღვნიშნავთ ილიკოს იუბილეს და ძალიან ვამაყობთ, რომ ქართული ცეკვების დიდი მაესტრო ჩვენს მხარეში დაიბადა.“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი თბილისის ძიუდოს გრან-პრის გამარჯვებულ გორელ მოჭიდავეებს შეხვდა, წარმატება მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა. მერი სპორტსმენების ინიციატივითაც დაინტერესდა და მათ გორში ჭიდაობის კლუბის შექმნაში დახმარება აღუთქვა. ,,მე მივესალმები თქვენს იდეას, მიმაჩნია, რომ გორის საჭიდაო სკოლამ ტრადიციადქცეული წარმატებებით ნამდვილად დაიმსახურა, ჰქონდეს საკუთარი კლუბი და თქვენ მოგეცეთ საშუალება, საკლუბო დონეზე ჩვენი ქალაქის სახელით იასპარეზოთ. გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ თქვენი იდეის განსახორციელებლად.“ – განუცხადა მერმა სპორტსმენებს.
გორის მერია ტურისტული ობიექტებისა და საავტომობილო გზების მიმდებარედ არსებული ტერიტორიების დასუფთავებასა და უსახური შენობა-ნაგებობების იერსახის გაუმჯობესებაზე იზრუნებს.
უფლისციხის საბავშვო ბაგა- ბაღში დამატებითი ჯგუფი შეიქმნა. ახალი ჯგუფი შერეული ასაკის 2,3,4 წლის აღსაზრდელებზეა გათვლილი. გორის მუნიციპალიტეტის მერმა, მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა და ბაგა-ბაღების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა ბაღის აღსაზრდელებსა და მათ მშობლებს ახალი ჯგუფის გახსნა მიულოცეს და წარმატებები უსურვეს
გორში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, დედათა და ბავშვთა ცენტრ ,,იავნანასთან“ არსებულმა სარეაბილიტაციო ცენტრმა ,,ნაბიჯებმა“ და ბავშვთა გასართობმა ცენტრმა ,,რიომ” აუტისტური სპექტრის მქონე 20 ბავშვს გასართობ ცენტრში უმასპინძლეს და საჩუქრები გადასცეს.
საქართველოს კანონის „თამბაქოს კონტროლის შესახებ“ მიხედვით, აკრძალვები ძალაში 2018 წლის 1 მაისიდან ამოქმედდება. ამასთან დაკავშირებით, ა(ა)იპ „გორის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში“ საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.
მერეთის, კოშკას და გუგუტიაანთკარის საავტომობილო გზებზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები დღეს დაიწყო. აღნიშნული გზის 2 720 მეტრიან მონაკვეთს 4 ათეულ წელზე მეტია სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია.