
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

12 აპრილი, 2018
„წლის საუკეთესო სპორტსმენს,“ რომელიც გორში გამოვლინდა, გორის მუნიციპალიტეტის მერიისგან სპეციალური პრიზი ეგვიპტის ორკაციანი საგზური გადეცემა.
საუკეთესონი სპოტრული სკოლების გაერთიანების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაზე „სპორტული გორი 2017“ გამოვლინდნენ. დაჯილდოების ცერემონიაზე წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი ვაჟი გახდა გიორგი გეგელაშვილი (თავისუფალი ჭიდაობა), წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი გოგონა მარიამ კარელიძე (თავისუფალი ჭიდაობა), წლის საუკეთესო მსაჯი ნიკოლოზ ზაუტაშვილი (ძიუდო), წლის საუკეთესო დარბაზი – გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის დარბაზი, წლის საუკეთესო არაოლიმპიელი სპორტსმენი – პაატა ღვინიაშვილი (ქართული ჭიდაობა), წლის საუკეთესო მოთამაშე-მწვრთნელი – ციალა ქასოშვილი (ჭადრაკი), წლის საუკეთესო შეჯიბრების ორგანიზატორი – თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონი.
სპორტის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის სპეციალური ჯილდოები და საჩუქრები გადაეცათ გურამ პაპიტაშვილს, გივი ზაუტაშვილს, თენგიზ ხუბულურს, ნუგზარ სხირელს, გია თენაძეს, ავთანდილ შოშიაშვილს და გიორგი კანდელაკს. სპეციალური ჯილდოები მიიღეს ამჟამად მოქმედ გორელ სპორტსმენთა ხუთეულმა – ლადო ხინჩეგაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა, ვაჟა მარგველაშვილმა, ბექა ღვინიაშვილმა და ნუგზარ ტატალაშვილმა.
სპორტული სეზონის შემაჯამებელი დაჯილდოების ცერემონია გორში პირველად ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორები არიან გორის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების გაერთიანება, პარტნიორები გორის მუნიციპალიტეტის მერია და შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია. ხელშეწყობისა დათანამშრომლობისთვის სპორტული სკოლების გაერთიანების სპეციალური პრიზები გორის მუნიციპალიტეტის მერს კონსტანტინე თავზარაშვილსა და შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორს კახა სამხარაძეს გადაეცათ. დაჯილდოების ცერემონია ტრადიციულ ხასიათს მიიღებს და ყოველ წელიწადს ჩატარდება.