გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
577 500912
599 851788
599 220600
598 260001
გორის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციულ - ტერიტორიული ერთეული შიდა ქართლის მხარეში, მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი - გორი.
მუნიციპალიტეტის ტერიტორია აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში მდებარეობს.
ჩრდილოეთით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციული ოლქი ესაზღვრება, აღმოსავლეთით კასპის, სამხრეთით - ბორჯომის და წალკის მუნიციპალიტეტები, დასავლეთით კი ქარელის მუნიციპალიტეტი.
გორის მუნიციპალიტეტის ფართობი 2327 კმ2 - ია, მოსახლეობის რაოდენობა 144000 ადამინს შეადგენს.
გორის მუნიციპალიტეტის ცენტრი საქართველოს დედაქალაქიდან - თბილისიდან დაშორებულია 75 კილომეტრით, ხოლო თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან 93 კილომეტრით.
მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადის ს-1 (თბილისი - სენაკი- ლესელიძე) და ს-10 (ცხინვალი - ჯავა-როკი ) საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო გზები.
თვითმმართველ ერთეულში შემავალი დასახლებების მართვის ოპტიმიზაციისა და მოსახლეობის საზოგადოებრივი მომსახურების უზრუნველყოფის მიზნით შექმნილია ადმინისტრაციული ერთეულები.
გორის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ერთეულებია:
ბერბუკის, კარალეთის, შავშვების, მეჯვრისხევის, მერეთის, სკრის, ტირძნისის, ტინისხიდის, ვარიანის, ქვახვრელის, შინდისის, ძევერის, ზეღდულეთის, ახალუბნის, ატენის, ნიქოზის, მღებრიანის, საყავრის, ბოშურის, ტყვიავის და ხიდისთავის ადმინისტრაციული ერთეულები.
გორი ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში და VII საუკუნიდან არის მოხსენიებული ისტორიულ წყაროებში.
ქალაქად გამოცხადდა 1801 წელს. სახელწოდება დაკავშრებული ქალაქში აღმართული კლდოვანი გორაკისაგან, რომელზეც გაშენებულია ძველი ციხე-სიმაგრე - გორის ციხე.
მთავარი მდინარეებია: მტკვარი, ლიახვი, ტანა, პატარა ლიახვი, მეჯუდა, თეძამი.
ყველაზე მაღალ წერტილს განეკუთვნება - "ჯამჯამას" მთა, რომელიც თრიალეთის ქედზე, რომელიც ზღვის დონიდან 1780 მეტრზე მდებარეობს.
გორის მუნიციპალიტეტი წარმოდგენილია ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი და აღმასრულებელი ორგანოებით, წარმომადგენლობითი ორგანო - გორის მუნიციპალიტეტის საკრებულო შედგება 15 მაჟორიტარი და 20 პროპორციული წესით არჩეული წევრისგან.
აღმსარულებელ ორგანოს წარმოადგენს გორის მუნიციპალიტეტის მერია , რომელიც 9 სტრუქტურული ერთეულისაგან - სამსახურისგან შედგება, აღმასრულებელ ორგანოს ხელმძღვანელობს პირდაპირი წესით არჩეული მუნიციპალიტეტის მერი.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორია აღმოსავლეთ საქართველოში, მოიცავს ისტორიულად და გეოგრაფიულად უმნიშვნელოვანეს ადგილებს.
სწორედ გორიდან რამოდენიმე კილომეტრის მოშორებით მდებარეობს ძველი ქართული საეკლესიო ხუროთმოძღვრების შესანიშნავი ნიმუში, VII საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ატენის სიონი, რომელიც მდინარე ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზეა აშენებული.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზევე მდებარეობს კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქი უფლისციხე, რომელიც VII საუკუნით თარიღდება.
უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიური და ხუროთმოძღვრული ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება.
ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, უფლისციხე ქალაქური ტიპის დასახლება იყო, რომელიც ადრინდელ ელინისტურ ხანაში (ძველიწელთაღრიცხვით IV საუკუნისდასასრულს - III საუკუნე) მსხვილ საქალაქო იქცა.