დღე : 15
ღამე : 4
კონტაქტი

სიმბოლოები

 

გორის მუნიციპალიტეტის   გერბი

 

გორის მუნიციპალიტეტის გერბის  ფარი გადაკვეთილია და გაკვეთილია ოთხ ნაწილად (ველად) ვერცხლის თეთრი ჯვრით, რომელზეც განთავსებულია მეწამული წითელი მოტივტივე ჯვარი.

პირველი ნაწილი -  მეწამულ (წითელ) ველზე  გამოსახულია ორი ოქროს ისრით გამსჭვალული ვერცხლის მთა, (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით.

მეორე ნაწილი - ლაჟვერდის ველზე გამოსახულია გადაშლილი ვერცხლის (თეთრი) წიგნი.

მესამე ნაწილი - ლაჟვარდის (ლურჯ) ველზე გამოსახულია  ოქროს ძნა.

მეოთხე ნაწილი - მეწამულ წითელ ველზე გამოსახულია ოქროს სამი რცხილის ფოთოლი გერბის ფარს ზემოთ მოთავსებულია საქალაქო ვერცხლის გვირგვინი  სამკოშკიანი ქონგურებიანი გალავანი (ციხე-სიმაგრის ფორმის) ნახევრად ღია ჭიშკრით. ფარს ქვემოთ ვერცხლ-მეწამულ ბაფთაზე მოთავსებულია გერბის დევიზი. 

ბაფთის ვერცხლის ველზე შავად ჩაწერილია  დევიზი „გორი"

გორის მუნიციპალიტეტის დროშა

 

გორის მუნიციპალიტეტის დროშის ველი თეთრ ქობაშემოვლებული მეწამული ჯვრით  გაყოფილია ოთხ ნაწილად.

დროშის პირველ და მეოთხე ნაწილი მეწამულია, ხოლო მეორე და მესამე ნაწილი ლაჟვარდის.

ზედა მარჯვენა მეწამულ ველზე გამოსახულია ორი ოქროს ისრით გამსჭვალული ვერცხლის მთა, (იბერიის მთა) ოქროს ცეცხლით.

დროშის პროპორციაა 2/3.

 

http://www.heraldika.ge/