დღე : 6
ღამე : 2
კონტაქტი

საჯარო ინფორმაციის მოთხოვნის წესი

ფიზიკური პირების შემთხვევაში - საჯარო ინფორმაციის ელექტრონულად ან წერილობითი ფორმით მიღებით დაინტერესებულმა მხარემ, ინფორმაციის მოთხოვნის თაობაზე უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლის თანხლებით.

 

იურიდიული პირის შემთხვევაში - იურიდიული პირის რეგისტრაციის დამადასტურებელი დოკუმენტისა და წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ქონის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები.

აღნიშნული განცხადება უნდა დარეგისტრირდეს

 

გორის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული და შესყიდვების სამსახურის საქმისწარმოების განყოფილებაში

ან/და გაიგზავნოს მოთხოვნა ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზეinfo@gori.gov.ge,

ზემოთ ჩამოთვლილ განცხადებასთან თანდართული დასკანერებული დოკუმენტების თანხლებით, თანდართული ფორმის შესაბამისად (დანართი №3)