დღე : 23
ღამე : 11
კონტაქტი

მუნიციპალიტეტის ისტორია

                                                             

 

გორის მუნიციპალიტეტის ისტორია 

გორი ოდითგანვე სტრატეგიულად მნიშვნელოვან სავაჭრო ხაზზე  მდებარეობდა. ბუნებრივია, რომ გორი და გორის მიმდებარე სოფლებიც ეთნიკური და კულტურული მრავალფეროვნებით გამოირჩევაეს მრავალფეროვნება ჩვენი ქვეყნის სიმდიდრეა.

 

ისტორიკოსი ელდარ მამისთვალიშვილი მოგვითხრობს, როგორი იყო განსხვავებული ეთნოსებისა და რელიგიის წარმომადგენლების მშვიდობიანი თანაცხოვრება გორში, როგორი კულტურული, რელიგიური და ეთნიკური მოზაიკა იქმნებოდა აქ მე-19 და მე-20 საუკუნეებში, როგორ ურთიერთობდნენ საზოგადოებები და პოულობდნენ თავთავიანთ როლს ქალაქის ცხოვრებაში.

 

გორი, როგორც  ერთ-ერთი უძველესი ქალაქია საქართველოში და VII საუკუნიდან არის მოხსენიებული ისტორიულ წყაროებში.


გორი ქალაქად 1801 წელს გამოცხადდა, მისი სახელწოდება დაკავშრებულია ქალაქში აღმართული კლდოვან გორაკთან _ "გორის ციხესთან", რომელზეც გაშენებული იყო ძველი ციხე-სიმაგრე

მუნიციპალიტეტის მთავარ ღირსშესანიშნაობათა შორისაა _ გორის ციხე, გორის საკათედრო ტაძარი, გორის თეატრი, კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქი უფლისციხე (VII ს), ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი ატენის სიონი (VIIს), ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი და იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი.

2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომმა განსაკუთრებული ზარალი მიაყენა გორის მუნიციპალიტეტს. შედეგად, ქართული ტერიტორიის 1/4 იქნა ოკუპირებული, დაიკარგა და დაიწვა 53 სოფელი.

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 000 ადამიანმა დატოვა.

1952- 2010 წლამდე, გორის ცენტრალურ მოედანზე 9 მეტრიან კვარცხლბეკზე 6 მეტრი სიმაღლის სტაალინის ძეგლი იდგა, რომელიც სტალინის სიცოცხლეშივე აღიმართა. 2010 წელს მოხდა ძეგლის დემონტაჟი.

XX სკ. - მუნიციპალიტეტის ტერიტორია 1917 წლამდე ტფილისის გუბერნიის გორის მაზრაში შედიოდა, 1917–30 წლებში მხოლოდ გორის მაზრაში, 1930 წლიდან კი ცალკე რაიონად ჩამოყალიბდა.

1950 წლიდან გორი რესპუბლიკური დაქვემდებარების ქალაქი გახდა.

XIX სკ. - მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინტენსიური ზრდა იწყება XIX საუკუნის ბოლოდან. რუსეთის იმპერიის ანექსიის შემდეგ, გორი სამაზრო ქალაქი გახდა. 1876 წელს გორმა საქალაქო თვითმმართველობის უფლება მიიღო.

XVIII სკ. - 1723 წელს ქალაქი ოსმალებმა დაარბიეს. 1735 წელს გორში სპარსელები გაბატონდნენ. XVIII საუკუნის 40-იან წლებში, თეიმურაზ II დროს, გორი დამპყრობელთაგან გათავისუფლდა. მშვიდობიანმა ყოფამ თანდათან გამოაცოცხლა გორის საზოგადოებრივი, ეკონომიკური და კულტურული ცხოვრება, ქალაქი მნიშვნელოვნად გაიზარდა.

XVII სკ. - 1614 წელს სპარსეთის შაჰმა აბას I-მა დაიკავა და ერთხანს აქედან განაგებდა დამორჩილებულ ქვეყანას. XVII საუკუნის 70-იან წლებში გორი მნიშვნელოვანი სავაჭრო ცენტრი იყო.

XVI სკ. - XVI საუკუნის შუა წლებში გორი დროებით აიღო სპარსეთის შაჰმა თამაზ I-მა. XVI საუკუნის ბოლოს გორი ქართლში ოსმალთა ბატონობის პლაცდარმი გახდა. 1599 წელს მეფე სიმონ I მოულოდნელად თავს დაესხა გორს, აიღო ციხე და გაანადგურა ოსმალთა გარნიზონი.

XV სკ. - 1477 წელ საყ-ყოიუნლუს სახელმწიფოს შაჰიუზუნ-ჰასანი მოულოდნელად თავს დაესხა გორს, უბრძოლველად აიღო, მაგრამ მალე დატოვა იგი.

XIV სკ. - XIV საუკუნის 20-იანწლებში მეფე გიორგი V ბრწყინვალემ გაათავისუფლა ციხე-ქალაქი.

XIII სკ. - ქალაქი უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ და სავაჭრო გზათა გადაკვეთაზე მდებარეობდა (აბრეშუმის გზა), მასზე ბატონობა კი ნიშნავდა პოლიტიკურ მმათველობას შიდა ქართლზე.

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზევე მდებარეობს კლდეში ნაკვეთი უძველესი ქალაქი უფლისციხე, რომელიც VII საუკუნით თარიღდება.

უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიური და ხუროთმოძღვრული ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა და მტკვარ-არაქსის კულტურის წრეს განეკუთვნება.

ძველი წელთაღრიცხვით I ათასწლეულის I ნახევრიდან იქმნებოდა უფლისციხის ხუროთმოძღვრული კომპლექსი, უფლისციხე ქალაქური ტიპის დასახლება იყო, რომელიც ადრინდელ ელინისტურ ხანაში (ძვ.წ. IV საუკუნის დასასრულს) მსხვილ საქალაქოდ იქცა.

მეტი ინფორმაციისთვის ეწვიეთ მითითებულ ბმულს 

https://gorimaps.ge/history/ka/