გორის მუნიციპალიტეტის მერია

Gori Municipality City Hall

ცხელი ხაზი

577 500912

599 851788

599 220600

598 260001

კონტაქტი

გეოგრაფია და ბუნება

გორის თვითმმართველი ერთეული აღმოსავლეთ საქართველოს ცენტრალურ ნაწილში, შიდა ქართლის ვაკეზე მდებარეობს. შიდა ქართლის ყველაზე დიდ ადმინისტრაციულ ერთეულს, რომლის ფართობიც 2 327 კმ-ია, რეგიონის ტერიტორიის 53% უკავია.

მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთით რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებული ტერიტორია (ცხინვალის რეგიონი), აღმოსავლეთით კასპის, დასავლეთით ქარელის, სამხრეთით კი ბორჯომისა და წალკის მუნიციპალიტეტები ესაზღვრება.

თვითმმართველ ერთეულში ზედაპირული წყლები წარმოდგენილია მდინარეებით - მტკვარი, ლიახვი, ტანა, თეძამი. მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მდებარეობს ვულკანური წარმოშობის ტბა - ნადარბაზევი.

გორის მუნიციპალიტეტი, სადაც ზომიერი სტეპურიდან ზომიერად ნოტიოზე გარდამავალი ჰავაა, ზღვის დონიდან 588მ სიმაღლეზე მდებარეობს.  საშუალო წლიური ტემპერატურა 10.90 გრადუსია . წლის ყველაზე ცივი თვის - იანვრის საშუალოტემპერატურა 1.2, ხოლო ყველაზე თბილი თვის - აგვისტოს ტემპერატურა 22.30 გრადუსს აღწევს. წელის განმავლობაში ნალექების საშუალო რაოდენობა 585 მმ შეადგენს.

მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი  ქვეყნის დედაქალაქიდან 76 კილომეტრითაა დაშორებული. გორში გადის საქართველოს მთავარი სარკინიგზო და საავტომობილო გზა. მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრიდან ნებისმიერი მიმართულებით მოსახერხებელია მგზავრობა, როგორც მატარებლით, ასევე სხვა სახის საზოგადოებრივი ტრანსპორტით.

მოსახლეობის რაოდენობა -  126 , 100 

ქალაქად - 48,300

სოფლად - 77,800 

დევნილი მოსახლეობის რაოდენობა  - 12 259 

უახლოესი აეროპორტები:

მანძილი თბილისის საერთაშორისო აეროპორტამდე 100 კმ-ია.

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტამდე კი  174 კმ.

უახლოესი პორტები:

ფოთის პორტი - 247 კმ

ბათუმის პორტი -  292 კმ