
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

11 აგვისტო, 2026
შინდისის გმირების მემორიალთან საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, მინისტრთა კაბინეტის წევრებმა, გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებმა და დაღუპული გმირების ოჯახის წევრებმა პატივი მიაგეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ქართველი სამხედროების ხსოვნას.
გმირების მემორიალთან გმირების სულის მოსახსენებელი პანაშვიდი გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ, სასულიერო პირებთან ერთად, გადაიხადა.
2008 წლის 11 აგვისტოს შინდისში, უთანასწორო ბრძოლაში, საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის საინჟინრო ქვედანაყოფის 17 ქართველი ჯარისკაცი დაიღუპა.
მათი თავგანწირვა, გმირობა და სამშობლოსთვის გაღებული სიცოცხლე საქართველოს უახლეს ისტორიაში სამუდამოდ დარჩება.