
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

08 აგვისტო, 2026
18 წელი აგვისტოს ომიდან...
დღეს გორში კიდევ ერთხელ გაიხსენეს 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე ბუზალაძემ, შიდა ქართლის სახელმწიფო რწმუნებულ სიმონ გულედანთან, გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე მარლენ ნადირაძესთან და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად, აგვისტოს ომში დაღუპულთა მემორიალები გვირგვინებით შეამკო.
მემორიალთან შეკრებილმა მოქალაქეებმა პატივი მიაგეს დაღუპულთა ხსოვნას და კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის მძიმე დღეები, რომლებმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი კვალი დატოვა