სიახლეები

სიახლეები

10 აპრილი, 2018

გორის მერი ლიტველ კოლეგებს შეხვდა

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ლიტვის ოფიციალურ დელეგაციას შეხვდა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე მხარეებმა ადგილობრივი თვითმმართველობის ეფექტურობაზე, მუნიციპალურ პროგრამებზე, მუნიციპალიტეტების მხრიდან საზოგადოებრივი პროექტების ხელშეწყობაზე, აგრობიზნესის განვითარებაზე, სოციალურ პრობლემებსა და მათი გადაჭრის გზებზე ისაუბრეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ და ლიტველმა სტუმრებმა სამუშაო გამოცდილების გაზიარების მიზნით, სამომავლო თანამშრომლობა დაგეგმეს. გორის მუნიციპალიტეტის მერის განცხადებით, დაგეგმილია ლიტვურ მხარესთან ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმების გაფორმება. გორის მუნიციპალიტეტის მერია აქტიურად თანამშრომლობს უცხოელ პარტნიორებთან და ცდილობს მათი გამოცდილების გაზიარებას ეფექტური მმართველობისთვის.

#ლატვია #საქართველო #გორისმუნიციპალიტეტი

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით