სიახლეები

სიახლეები

10 აპრილი, 2018

დღეს გორში სახალხო დღესასწაული "ოქონობა" აღინიშნება

10 აპრილს, ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათს, გორში სახალხო დღესასწაული "ოქონობა" აღინიშნება. 09:00 საათზე ღვთისმშობლის შობის სახელობის საკათედრო ტაძრიდან მოეწყო მსვლელობა ოქონის მშენებარე ეკლესიამდე, სადაც გორისა და ატენის მიტროპოლიტმა ანდრიამ (გვაზავა) სადღესასწაულო წირვა აღავლნა. წირვის შემდეგ, გაიმართა მსვლელობა ქალაქის დალოცვის მიზნით.

დღის ბოლოს, 18:00 საათზე, ღირსი მამა გიორგი მთაწმინდელის გორის გიმნაზია უმასპინძლებს სააღდგომო საგალობლების ფესტივალს. ღონისძიებაზე დასწრება თავისუფალია. ოქონობის დღესასწაული ატენისა და გორის მიტროპოლიტ მეუფე ანდრიას ლოცვა-კურთხევით 2004 წელს აღდგა და წელს მეთოთხმეტედ აღინიშნება. დღესასწაული უკავშირდება ოქონის ხატს, რომელიც მე-12 საუკუნიდან გორის მფარველად მიიჩნეოდა და თამარ მეფის მიერ აშენებულ ტაძარში იყო დაბრძანებული. ხატი 1991 წელს ქართულ–ოსური კონფლიქტის დროს დაიკარგა და 2001 წელს კრისტის აუქციონზე აღმოაჩინეს. როგორც ერის საგანძური, ოქონის ხატის სპილოს ძვლის უბრწყინვალესი სამკარედი 2004 წლიდან თბილისის სახელმწიფო მუზეუმში ინახება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით