გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06
გორში 2018 წელს დაბადებული პირველი ახალშობილი ქვეყანას 01:00 საათზე მოევლინა. გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და მისმა მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა პატარას დედას ახალი წელი მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. პატარა შოთა კლინიკა ''იავნანაში'' დაიბადა. ხელისუფლების წარმომადგენლებმა ახალი წელი კლინიკის პერსონალსაც მიულოცეს და ტკბილეულის კალათა მიუტანეს. წონით 3 კგ და 50 სანტრიმეტრის სიმაღლის ახალშობილი დედასთან ერთად თავს კარგად გრძნობს.
ორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ორგანიზებული საახალწლო კონცერტი გვიან ღამით დასრულდა. 12 საათზე ახალი წლის დადგომა მოსახლეობას გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, შიდა ქართლის რწმუნებულ - გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ და მამა ღვთისომ მიულოცეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გამოცხადებული კონკურსის „ყველაზე საახალწლოს“ გამარჯვებულები უკვე გამოვლენილია. მათი ვინაობა კი 31 დეკემბერს საახალწლო კონცეტრზე გახდება ცნობილი. კონკური 29 დეკემბერს დასრულდა და მასში მონაწილეობა 11-მა კონკურსანტმა მიიღო.
445 ოჯახი, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში ხუთ ავარიულ შენობაში ცხოვრობდა, დღეიდან 8 ახალაშენებულ კორპუსში იცხოვრებს. ბინების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე და გორის მერი კოტე თავზარაშვილი ესწრებოდნენ.
საახალწლოდ ქალაქის განათება დასრულდა. ნაძვის ხე გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ ბავშვებთან ერთად აანთეს.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის სამხედრო ჰოსპიტალში უფასო სამედიცინო გასინჯვები სამი დღის განმავლობაში გაგრძელდება.
„ჩვენ გარემოსთვის“- კამპანიაში პირველი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების გაერთიანება ჩაერთო. გაერთიანებამ გორიჯვრის მთაზე ტაძრის მიმდებარე ტერიტორია „იშვილა“ და 1 წლის განმავლობაში პერიოდულად დაასუფთავებს.
გორის ცენტრალურ მოედანს ოთხი ისტორიული ნაძვი დაუბრუნდა - გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაპირება შეასრულა და ადმინისტრაციული შენობის წინ წლების წინ მოჭრილი ოთხი ვერცხლისფერი ნაძვის ადგილას ახალი ნარგავები დარგო.
გორში იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერი საზეიმო ვითრებაში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკევიჩმა, შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, პოლონეთის ქალაქ კარტუზის მერმა მიაჩესლავ გალუმცკიმ და გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა ერთობლივად გახსნეს.
პროექტს „ცოცხალი წიგნები - 2018" გორის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. თანამედროვე შემოქმედები - მარიამ წიკლაური, ცირა ბარბაქაძე, მიხო მოსულიშვილი, ცირა ყურაშვილი, ბაჩო კვირტაია, გიორგი კაკაბაძე და თამარ ფხაკაძე - ნიქოზის საჯარო სკოლას და გორის მწერალთა სახლს ესტუმრნენ და მოსწავლეებს, მწერლებსა და ლიტერატურის მოყვარულებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს.
გორში იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერი გაიხსნა. სკვერი საზეიმო ვითრებაში პოლონეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკევიჩმა, შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ, პოლონეთის ქალაქ კარტუზის მერმა მიაჩესლავ გალუმცკიმ და გორის მერმა კოტე თავზარაშვილმა ერთობლივად გახსნეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საერთაშორისო ასოციაცია „საქართველოს ქალები მშვიდობისა და სიცოცხლისათვის“ თანამშრომლობის ფარგლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს გადასაადგილებლად ადაპტირებული დამხმარე მოწყობილობები გადაეცათ.