სიახლეები

სიახლეები

13 აპრილი, 2018

445 დევნილ ოჯახს ბინები გადაეცა

445 ოჯახი, რომელიც შიდა ქართლის რეგიონში ხუთ ავარიულ შენობაში ცხოვრობდა, დღეიდან 8 ახალაშენებულ კორპუსში იცხოვრებს. ბინების გადაცემის ღონისძიებას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი, შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე და გორის მერი კოტე თავზარაშვილი ესწრებოდნენ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს ინფორმაციით, გორში 160 ერთოთახიანი, 240 ოროთახიანი და 45 სამოთახიანი ბინა კენჭისყრის პრინციპით განაწილდა. მათივე ინფორმაციით, გათვალისწინებულია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საჭიროებები და მათ ბინები პირველ სართულებზე გადაეცათ. გორში, ახალაშენებულ კორპუსებში სულ 480 ბინაა, ამ ეტაპზე, საცხოვრებელი ფართი 445 დევნილ ოჯახს გადაეცა. დარჩენილ 35 სამოთახიან ბინაზე კი განაცხადების მიღების მეორე ეტაპი გამოცხადდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით