სიახლეები

სიახლეები

13 აპრილი, 2018

ნაძვები გორის ცენტრალურ მოედნაზე

გორის ცენტრალურ მოედანს ოთხი ისტორიული ნაძვი დაუბრუნდა - გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დაპირება შეასრულა და ადმინისტრაციული შენობის წინ წლების წინ მოჭრილი ოთხი ვერცხლისფერი ნაძვის ადგილას ახალი ნარგავები დარგო.

,,ეს არის უნიკალური ჯიშის ესპანური სოჭის ხეები, რომელიც ამიერიდან ქალაქის ცენტრს დაამშვენებს. გამწვანების აქციებს ცენტრალური მოედნიდან ვიწყებთ და მომავალში მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით გავაგრძელებთ, რადგან გარემოს დაცვა ჩვენი ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა.“ -განაცხადა გორის მერმა და კერძო სანერგე მეურნეობას შპს ,,ნაკადულს“ მადლობა გადაუხადა უნიკალური ჯიშის ნერგების უსასყიდლოდ მოწოდებისთვის. გორის ცენტრალურ მოედანზე არსებული ოთხი ვერცხლისფერი ნაძვი 10 წელზე მეტი ხნის წინ მოიჭრა. იმდროინდელი ხელისუფლება ამის მიზეზად ადმინისტრაციული შენობის ფასადის დამახინჯებას ასახელებდა. მათ ნაცვლად ახალი ნაძვების დარგვის ინიციატივა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ერთ-ერთ ადგილობრივ ტელევიზიასთან ინტერვიუში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ გააჟღერა. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით