სიახლეები

სიახლეები
13 აპრილი, 2018
სპორტის სასახლის მიმდებარედ კატალპის ხეივანი გაშენდა

„მერია იზრუნებს, რომ გორი მწვანე ქალაქი გახდეს. იმისათვის, რომ მომავალმა თაობამ სუფთა და ჯანსაღ გარემოში იცხოვროს, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი აქციების გამართვა. ვგეგმავთ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოვიცვათ ყველა ის ტერიტორია, რომელიც გამწვანებას საჭიროებს“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა. 

გაიგე მეტი
სიახლეები
13 აპრილი, 2018
გორში სამებისა და ნინოშვილის ქუჩების რეაბილიტაცია დაიწყო

გორის მერმა სამებისა და ნინოშვილის ქუჩების სარებილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა. „2018 წელს გორში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სამებისა და ნინოშვილის ქუჩების რეაბილიტაციით დაიწყო. მიმდინარე წელს ქალაქის მასშტაბით ჯამში 24 ქუჩა კეთილმოეწყობა. მალე დაიწყება სადგურის დასახლებაში დარჩენილი 4 ქუჩის მოწესრიგებაც.

გაიგე მეტი
სიახლეები
13 აპრილი, 2018
გორში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური თამაშები დაიწყო

გორში სასკოლო სპორტული ოლიმპიადის რეგიონალური ეტაპის ფინალური თამაშები მაგიდის ჩოგბურთის ტურნირით გაიხსნა. პირველობისთვის გორის, კასპის, ქარელისა და ხაშურის მუნიციპალურ ტურნირებში გამარჯვებული სკოლების გუნდები იბრძოდნენ.

გაიგე მეტი
სიახლეები
13 აპრილი, 2018
გორში რძის გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა

გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორთან კახა სამხარაძესთან და სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტთან ნინო ჩიქოვანთან ერთად რძის გადამამუშავებელი საწარმო „ნებიერა“ გახსნა. 

გაიგე მეტი
სიახლეები
13 აპრილი, 2018
გორის მერმა საზოგადოებას 100 დღის ანგარიში წარუდგინა

კონსტანტინე თავზარაშვილმა მერის ამპლუაში საზოგადოებას პირველი ანგარიში წარუდგინა. პრეზენტაციის დასრულების შემდეგ, შეხვედრა კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ღონისძიებას, რომელსაც გორის დემოკრატიის სკოლამ უმასპინძლა, აღნიშნული სკოლის მსმენელები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. 

გაიგე მეტი
სიახლეები
13 აპრილი, 2018
გორში სისხლის დონაციის უანგარო აქცია გაიმართა

გორში სისხლის დონაციის უანგარო აქცია გაიმართა. საქველმოქმედო აქციაში „თქვენ დღეს სიცოცხლე გადაარჩინეთ“ გორის მერთან ერთად მერიისა და მუნიციპალური ა(ა)იპების თნამშრომლებმაც მიიღეს. აქცია ჰემატოლოგიისა და ტრანსფუზიოლოგიის ინსტიტუტის ორგანიზაბითა და გორის მერიის ხელშეწყობით გაიმართა.

გაიგე მეტი
სიახლეები
13 აპრილი, 2018
ევროკავშირის გრანტის მიმღები მუნიციპალიტეტების დაჯილდოება

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ევროკავშირის გრანტის მიმღები მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებაზე გორის მერმა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფციის შესახებ ვიდეოპრეზენტაცია გამართა და მიღებული გრანტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

გაიგე მეტი
სიახლეები
13 აპრილი, 2018
გორის მერიამ 1 800 000 ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში 1 800 000 ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა. ამის შესახებ , გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან პრესკონფერენცია გამართა.

გაიგე მეტი
სიახლეები
13 აპრილი, 2018
მერია ენერგოეფექტურობის ცენტრთან ითანამშრომლებს

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი „ენერგოეფექტურობის ცენტრის” წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე ეროვნულმა ექსპერტმა საქართველოსა და აზერბაიჯანში გიორგი აბულაშვილმა მერს ცენტრის საქმიანობის შესახებ მომზადებული პრეზენტაცია წარუდგინა და ენერგოეფექტური პროექტების განხორციელებაში დახმარება შესთავაზა.

გაიგე მეტი
სიახლეები
13 აპრილი, 2018
ეტალონი მოსწავლე მერის სტიპენდიას მიიღებს

„გორის ეტალონი მოსწავლე'' და მისი მასწავლებელი ერთი წლის განმავლობაში 100 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ. ამის შესახებ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დღეს ეტალონის ჩემპიონატის მიმდინარეობისას განაცხადა. ეტალონის ჩემპიონატი გორის ევრორეგიონულ უნივერსიტეტში გაიმართა. შეჯიბრებაში გორის მუნიციპალიტეტის სკოლების 85 რჩეული მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან გამარჯვებული ტირძნისის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნია ტეტუნაშვილი გახდა.

გაიგე მეტი
სიახლეები
13 აპრილი, 2018
მერია და "ქართლოსი" ერთობლივ პროექტებს განახორციელებენ

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და საზოგადოებრივი კავშირის „მეგობრობის ხიდი ქართლოსის“ თავმჯდომარემ მეგი ბიბულურმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში დაგეგმილია თანამშრომლობა სხვადასხვა მიმართულებით. პროექტები ძირითადად ახალგაზრდების, სამოქალაქო ჩართულობისა და განვითარება - გაძლიერების კუთხით განხორციელდება. გორის მერია და საზოგადოებრივი კავშირი „მეგობრობის ხიდი ქართლოსი“ სოციალურ პროექტებზე, საგანმანათლებლო - კულტურულ ღონისძიებებზე, ადამიანის უფლებებისა და დემოკრატიულ ღირებულებებზე ერთობლივად იზრუნებს.

გაიგე მეტი
სიახლეები
13 აპრილი, 2018
გორის მერიასა და PIN-ს შორის თანამშრომლობა გრძელდება

გორის მუნიციპალიტეტის მერიასა და არასამთავრობო ორგანიზაცია „People in Need (PIN) -ს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და PIN-ის პროგრამების მენეჯერი ნანა ყურაშვილი შეთანხმდნენ სამომავლო თანამშრომლობასა და აქტივობებზე, რომელსაც ერთობლივად განახორციელებენ.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით