სიახლეები

სიახლეები

13 აპრილი, 2018

სპორტის სასახლის მიმდებარედ კატალპის ხეივანი გაშენდა

„მერია იზრუნებს, რომ გორი მწვანე ქალაქი გახდეს. იმისათვის, რომ მომავალმა თაობამ სუფთა და ჯანსაღ გარემოში იცხოვროს, ძალიან მნიშვნელოვანია მსგავსი აქციების გამართვა. ვგეგმავთ, მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოვიცვათ ყველა ის ტერიტორია, რომელიც გამწვანებას საჭიროებს“ - განაცხადა გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა. გორის სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე კატალპისა და პაულინიის ხეივნები გაშენდა. გორის მერმა და მერიის თანამშრომლებმა სპორტის სასახლის ეზოში და მის მიმდებარედ პაულინიისა და კატალპის 100 ნერგი დარგეს. სპორტის სასახლის ტერიტორიაზე დარგული ნერგების მოვლა-პატრონობას ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის სამსახური უზრუნველყოფს. სხვადასხვა ჯიშის ნერგები მუნიციპალიტეტის სკოლებისა და ბაგა-ბაღების ტერიტორიებზეც დაირგვება.

#გამწვანება2018

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით