სიახლეები

სიახლეები

13 აპრილი, 2018

გორის მერიამ 1 800 000 ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა

გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურსში 1 800 000 ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა. ამის შესახებ , გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა მედიის წარმომადგენლებთან პრესკონფერენცია გამართა.

პროექტი „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება ეკონომიკური ზრდისათვის“ საერთო ღირებულება 2 100 000 ლარია, აქედან მუნიციპალიტეტის მიერ თანადაფინანსების წილი კი 300 000 ლარი. პროექტის განხორციელების პერიოდში (2018-2020) მოხდება ტურისტული ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება ლომჭაბუკის სკვერისა და იქ არსებული საგამოფენო სივრცის რეაბილიტაცია, აშენდება საინფორმაციო ცენტრი, სატრენინგო და სუვენირების სარეალიზაციო სივრცე, მოეწყობა ტურისტული ავტო და ველო სადგომები, 4 500 გრძივი მეტრის ველობილიკი, 3-4 საზოგადოებრივი საპირფარეშო.

პროექტის მიზანია საჯარო და კერძო სექტორის ურთიერთთანამშრომლობით ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარების ხელშეწყობა, ტურისტული ინფრასტრუქტურის განვითარება, ტურიზმის სფეროში მომუშავე მცირე და საშუალო ბიზნესისათვის შესაძლებლობების შექმნა, ახალგაზრდების დასაქმების შესაძლებლობების გაზრდის მიზნით, მათი უანრების გაძლიერება ტრენინგების, სტაჟირებისა და ბიზნეს-კონსულტაციების სერვისის გზით. საგრანტო განაცხადი კონკურსში ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრმა 2017 წლის მაისის თვეში შეიტანა.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით