
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

13 აპრილი, 2018
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ევროკავშირის გრანტის მიმღები მუნიციპალიტეტების დაჯილდოების ცერემონიას დაესწრო. ღონისძიებაზე გორის მერმა დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების კონცეფციის შესახებ ვიდეოპრეზენტაცია გამართა და მიღებული გრანტის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოდგილემ კარლო ნატალემ გრანტის მიმღებ მუნიციპალიტეტებს გრანტის მიღება მიულოცა და პროექტების განხორციელებისას მხარდაჭერის აღსანიშნავად, სამახსოვრო სიმბოლოები გადასცა. ევროკავშირის მიერ გამოცხადებულ საგრანტო კონკურში გორის მერიამ 1 მილიონ 800 ათასი ლარის ღირებულების გრანტი მოიპოვა. ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი, დამატებით 300 000 ლარი, თანადაფინანსების სახით, გამოიყოფა. ჯამში პროექტის ღირებულება 2 მილიონ 100 ათას ლარს აღწევს. დაფინანსებული პროექტი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების ცენტრმა შეიმუშავა.