სიახლეები

სიახლეები

13 აპრილი, 2018

ეტალონი მოსწავლე მერის სტიპენდიას მიიღებს

„გორის ეტალონი მოსწავლე'' და მისი მასწავლებელი ერთი წლის განმავლობაში 100 ლარიან სტიპენდიას მიიღებენ. ამის შესახებ გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა დღეს ეტალონის ჩემპიონატის მიმდინარეობისას განაცხადა. ეტალონის ჩემპიონატი გორის ევრორეგიონულ უნივერსიტეტში გაიმართა. შეჯიბრებაში გორის მუნიციპალიტეტის სკოლების 85 რჩეული მოსწავლე მონაწილეობდა, რომელთაგან გამარჯვებული ტირძნისის სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე ნია ტეტუნაშვილი გახდა.

ღონისძიებას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, მერის მოადგილეები ალექსი მარიამიძე და ეკა სუხიშვილი, მერიის წარმომადგენლები, სკოლების დირექტორები, პედაგოგები, მოსწავლეები და მათი მშობლები ესწრებოდნენ. შეჯიბრის დაწყებამდე, 2016-2017 სასწავლო წლის ,,ეტალონ მოსწავლეებს“ გორის N2 და ზერტის სკოლების მოსწავლეებს გიორგი გიორგაძესა და ლალი მაზანაშვილს ოქროს ფონდის წევრობის დამადასტურებელი სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ გორის მერისა და პროექტის წამყვანის ხელმოწერებით.

ჩემპიონატი 2017-2018 სასწავლო წლის „ეტალონი მოსწავლეების“ შესარჩევად საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში გაიმართება და ფინალური შეჯიბრებით დასრულდება, სადაც საქართველოს ეტალონი მოსწავლე გამოვლინდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით