სიახლეები

სიახლეები

12 აპრილი, 2018

,,ცოცხალი წიგნები" გორის მუნიციპალიტეტში

პროექტს „ცოცხალი წიგნები - 2018" გორის მუნიციპალიტეტმა უმასპინძლა. თანამედროვე შემოქმედები - მარიამ წიკლაური, ცირა ბარბაქაძე, მიხო მოსულიშვილი, ცირა ყურაშვილი, ბაჩო კვირტაია, გიორგი კაკაბაძე და თამარ ფხაკაძე - ნიქოზის საჯარო სკოლას და გორის მწერალთა სახლს ესტუმრნენ და მოსწავლეებს, მწერლებსა და ლიტერატურის მოყვარულებს საკუთარი შემოქმედება გააცნეს.

ლიტერატურულ-საგანმანათლებლო პროექტი „ცოცხალი წიგნები“ ა(ა)იპ ,,პოეზიის მეგობართა კლუბის“ პროექტია, რომელიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით მეოთხე წელია ხორციელდება. პროექტი გულისხმობს, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საჯარო სკოლებში, ბიბლიოთეკებში, მუზეუმებსა და კულტურის სახლებში სტუმრობას, მკითხველთან შეხვედრას, პოეზიის საღამოების გამართვას და დისკუსიებს ადგილობრივ მოსახლეობასთან მათთვის საინტერესო თემებზე.

პროექტის მსვლელობისას მწერლები აწარმოებენ დღიურებსა და ჩანაწერებს, რომლის მიხედვითაც, პროექტის დასრულების შემდეგ „მწერლის დღიურები“ წიგნად გამოიცემა. პროექტის ავტორია საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მრჩეველი ქეთევან დუმბაძე, პროექტის კოორდინატორი - მარიამ წიკლაური. გორის მუნიციპალიტეტში პროექტ ,,ცოცხალი წიგნების“ ფარგლებში დაგეგმილი შეხვედრების ორგანიზება გორის მერიის განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურმა უზრუნველყო.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით