სიახლეები

სიახლეები

13 აპრილი, 2018

მე დავასუფთავე! არ დაანაგვიანო!

„ჩვენ გარემოსთვის“ - კამპანიაში პირველი ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების გაერთიანება ჩაერთო. გაერთიანებამ გორიჯვრის მთაზე ტაძრის მიმდებარე ტერიტორია „იშვილა“ და 1 წლის განმავლობაში პერიოდულად დაასუფთავებს.

კამპანიის ინციციატორი კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციათა ქსელი (CENN)-ია, რომელთანაც მემორანდუმი გორის მუნციპალიტეტის მერიამ და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების გაერთიანებამ საზეიმოდ გააფორმა. მემორანდუმის გაფორმების შედეგ, გორიჯვრის მთაზე მასშტაბური დასუფთავების აქცია მოეწყო . აქციაში მონაწილეობა ორგანიზატორებთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლების წარმოამდგენლებმა და ტიტულოვანმა სპორტსმენებმა მიიღეს. კამპანიის ფარგლებში გორიჯვრის მიმდებარე ტერიტორიაზე განთავსდება ბანერები შესაძლო დაბინძურების თავიდან აცილების მიზნით. ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების გაერთიანება და კავკასიის გარემოსდაცვითი ორგანიზაციათა ქსელი (CENN) მოუწოდებს სხვადასხვა ორგანიზაციებს ჩაერთონ გარემოსდაცვით კამპანიაში. #გარემოსდაცვა

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით