სიახლეები

სიახლეები

04 აპრილი, 2018

გორელ ძიუდოისტებს მერმა მორიგი წარმატება მიულოცა

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი თბილისის ძიუდოს გრან-პრის გამარჯვებულ გორელ მოჭიდავეებს შეხვდა, წარმატება მიულოცა და მადლობის სიგელები გადასცა. მერი სპორტსმენების ინიციატივითაც დაინტერესდა და მათ გორში ჭიდაობის კლუბის შექმნაში დახმარება აღუთქვა. ,,მე მივესალმები თქვენს იდეას, მიმაჩნია, რომ გორის საჭიდაო სკოლამ ტრადიციადქცეული წარმატებებით ნამდვილად დაიმსახურა, ჰქონდეს საკუთარი კლუბი და თქვენ მოგეცეთ საშუალება, საკლუბო დონეზე ჩვენი ქალაქის სახელით იასპარეზოთ. გპირდებით, რომ ყველაფერს გავაკეთებ თქვენი იდეის განსახორციელებლად.“ – განუცხადა მერმა სპორტსმენებს.

ქალაქის მერის შემდეგ გორელ ძიუდოისტებს შიდა ქართლის ახალი გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძეც შეხვდა, გამარჯვება მიულოცა მათ და კლუბის შექმნაში მხარდაჭერას დაჰპირდა. გორელი მოჭიდავეების გამარჯვება სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოშიც აღნიშნეს. გამარჯვებულებმა მადლობა გადაუხადეს ადგილობრივ ხელისუფლებას და სპორტსკოლის დირექციას გულთბილი დახვედრისთვის და მომავალი თაობის სპორტსმენებს წარმატებები უსურვეს. თბილისის გრან-პრი ძიუდოში 31 მარტ ი-1-აპრილ ს გაიმართა.

შეჯიბრში მსოფლიოს 38 ქვეყნის 300-ზე მეტი მონაწილე ასპარეზობდა, მათ შორის, 7 გორელი ძიუდოისტი. გრან-პრიზე ოქროს მედლები მოიპოვეს ვაჟა მარგველაშვილმა და ლაშა შავდათუაშვილმა, ვერცხლის მედალი - გიორგი პაპუნაშვილმა, ბრინჯაოს მედლები კი თემურ ნოზაძემ და ნუგზარ ტატალაშვილმა დაისაკუთრეს. ყველა მათგანი გორის მუნიციპალიტეტის მერიის ა(ა)იპ გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსური სპორტული სკოლის წარმომადგენელია.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით