
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

30 მარტი, 2018
მერეთის, კოშკას და გუგუტიაანთკარის საავტომობილო გზებზე ასფალტის საფარის მოწყობის სამუშაოები დღეს დაიწყო. აღნიშნული გზის 2 720 მეტრიან მონაკვეთს 4 ათეულ წელზე მეტია სარეაბილიტაციო სამუშაოები არ ჩატარებია. მისი საფარი მნიშვნელოვნად დაზიანებულია, რის გამოც გადაადგილება უჭირთ როგორც ფეხითმოსიარულეებს ასევე სატრანსპორტო საშუალებებს. სარეაბილიტაციო სამუშაოები ხელშეკრულების მიხედვით 3 თვეში დასრულდება. პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების სახელშეკრულებო ღირებულება 789 000 ლარს შეადგენს. სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი ინფრასტრუქტრუქტული პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება. გორის მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების წილი 34%-ს შეადგენს. სარეაბილიტაციო სამუშაოებს შპს ,,საგზაო სამშენებლო სამმართველო №1" აწარმოებს.