სიახლეები

სიახლეები
28 მარტი, 2018
მინი მოედნების მოვლა-პატრონობას მუნიციპალური ა(ა)იპ უზრუნველყოფს

გორში მინი სპორტულ მოედნებზე დაზიანებული ინფრასტრუქტურა უახლოეს მომავალში აღდგება, ობიექტების მოვლა-პატრონობასა და გამართულ ფუნქციონირებას ა(ა)იპ „გორის საფეხბურთო კლუბი“ უზრუნველყოფს.

გაიგე მეტი
სიახლეები
28 მარტი, 2018
სადგურის დასახლებაში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება სრულდება

მარაბდელის, გაბაშვილის, თრიალეთის, ატენის ქუჩის მონაკვეთებისა და კეცხოველის ჩიხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დღეს დაიწყო. „სადგურის დასახლებაში საგზაო ინფრასტუქტურის მოწესრიგება, მიმდინარე სამუშაოებთან ერთად დასრულდება.

გაიგე მეტი
სიახლეები
23 მარტი, 2018
მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის კონცეფციის პრეზენტაცია

მიუსაფარ ცხოველთა პრობლემების გადაჭრის მიზნით, შიდა ქართლში შესაძლოა ინტერმუნიციპალური თავშესაფარი გაიხსნას. თავშესაფრის კონცეფცია დღეს საზოგადოებას ,,სოციალური პროგრამებისა და განვითარების ცენტრის“ წარმომადგენლებმა წარუდგინეს. შეხვედრა გორის მუნიციპალიტეტის მერიის საკონფერენციო დარბაზში შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ორგანიზებით გაიმართა.

გაიგე მეტი
სიახლეები
22 მარტი, 2018
გორში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

გორის მერიის ინიციატივით წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მდინარე მტკვრის სანაპიროზე დასუფთავების აქცია მოეწყო. ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

გაიგე მეტი
სიახლეები
21 მარტი, 2018
''რას ვმატებ საზოგადოებას'' კამპანიას გორის მერია შეუერთდა

გორში, ახალგაზრდობისა და კულტურის ცენტრში, დაუნის სინდრომის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, ღონისძიება გაიმართა. დაუნის სინდრომის მქონე პატარებმა და ახალგაზრდებმა ერისთავის თეატრის მსახიობებთან და საბავშვო ბაღის აღსაზრდელებთან ერთად წარმოდგენა გამართეს.

გაიგე მეტი
სიახლეები
21 მარტი, 2018
გორის მერმა ჟურნალისტებს პროფესიული დღე მიულოცა

თითოეულ თქვენგანს და ყველა თქვენს კოლეგას ვულოცავ პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს. თავისუფალი მედია ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საშუალებაა, თავისუფალი საზოგადოების ფორმირებისა. სოციალურ ქსელში პირველი პირდაპირი ეთერი ამ მნიშვნელოვან თარიღს შეგნებულად დავამთხვიეთ.“ - განაცხადა ეთერის მიმდინარეობისას კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გაიგე მეტი
სიახლეები
16 მარტი, 2018
გორის მერიასა და "ერსუს"შორის თანამრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და ევრორეგიონული უნივერსიტეტის რექტორმა სოფიო სუხიშვილმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი.

გაიგე მეტი
სიახლეები
12 მარტი, 2018
პრეზენტაცია ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების შესახებ

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობაზე, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტურლი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

გაიგე მეტი
სიახლეები
05 მარტი, 2018
გორის მერმა კარალეთში სარწყავი არხის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

ძევერა-შერთულის 2 760 მეტრიანი და ტირიფონის არხიდან არცევამდე 9 000 მეტრიანი სამელიორაციო სისტემის მონაკვეთების სარეაბილიტაციო სამუშაოები მაისში დასრულდება. შედეგად 3000 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეურნეო სავარგული გასარწყავიანდება სამუშაოების დასრულების შემდეგ გორის მუნიციპალიტეტის 7 სოფლის მოსახლეობას გასარწყავიანების პრობლემა აღარ შეაწუხებს.

გაიგე მეტი
სიახლეები
03 მარტი, 2018
გორის მერმა დედის დღე სამშობიარო სახლებში მყოფ დედებსაც მიულოცა

კონსტანტინე თავზარაშვილი მოადგილესთან, ეკატერინე სუხიშვილთან ერთად ქალაქის სამშობიარო სახლებს სტუმრობდა. მათ ახალშობილების დედებს დედის დღე მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს. გარდა მელოგინეებისა, ხელისუფლების წარმომადგენლებმა თაიგულებით აღნიშნული სამედიცინო დაწესებულებების თანამშრომლებიც დაასაჩუქრეს.

გაიგე მეტი
სიახლეები
03 მარტი, 2018
გორის მერმა მეეზოვე ქალბატონებს დედის დღე მიულოცა

კონსტანტინე თავზარაშვილმა მეეზეოვე ქალბატონებს დედის დღე სამუშაოს შესრულების პროცესში პირადად მიულოცა. გორის მერმა თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა, ბედნიერება და სამშობლოსთვის საამაყო შვილების გაზრდა უსურვა.

გაიგე მეტი
სიახლეები
21 თებერვალი, 2018
გორში სპორტის სასახლის მშენებლობა ფინალურ ეტაპზეა

გორში მრავალფუნქციური სპორტული კომპლექსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. სამშენებლო სამუშაოები დღეს კულტურისა და სპორტის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ ადგილობრივი ხელისუფლებისა და მშენებელი კომპანია „ბეჰლენ ინდასთრის“ წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით