სიახლეები

სიახლეები

22 მარტი, 2018

გორში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე აღინიშნა

გორის მერიის ინიციატივით წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით მდინარე მტკვრის სანაპიროზე დასუფთავების აქცია მოეწყო. ღონისძიებაში გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა მიიღეს მონაწილეობა.

აქცია „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს“ კამპანიის „ლურჯი ნაკადულის“ ფარგლებში გაიმართა. კამპანიის ფარგლებში წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღე საქართველოში 2011 წლიდან აღინიშნება. 22 მარტი წყლის რესურსების დაცვის საერთაშორისო დღედ გაერომ 1993 წელს დააწესა. მისი მიზანია მსოფლიო საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიაზროს წყლის როლის მნიშვნელობა კაცობრიობის არსებობისთვის და ხელი შეუწყოს წყლის რესურსების დაცვასა და შენარჩუნებას. გაეროს შემუშავებული სამოქმედო გეგმის მიხედვით, 2030 წლისთვის სუფთა წყალზე ხელმისაწვდომობის პრობლემა მსოფლიო მასშტაბით არცერთ ადამიანს აღარ ექნება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით