სიახლეები

სიახლეები

12 მარტი, 2018

პრეზენტაცია ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიის განვითარების შესახებ

ღონისძიებას ადგილობრივი ხელისუფლების, საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის, ევროკავშირის ინიციატივის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ კლუბისა და ადგილობრივი საზოგადოებრივი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. სიტყვით გამომსვლელებმა ისაუბრეს განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობაზე, რომლის ფარგლებშიც იგეგმება ლომჭაბუკის მიმდებარე ტერიტორიაზე ტურისტურლი ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება.

ევროკავშირის ინიციატივის კლუბის „მერები ეკონომიკური ზრდისთვის“ ლიდერმა პიტერ კორსბიმ, გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს, როგორც აღნიშნული კლუბის წევრ მუნიცპალიტეტის უმაღლესი თანამდებობის პირს სერტიფიკატი გადასცა და პროექტის წარმატებით განხორციელება უსურვა. ევროკავშირის წარმომადგენლობის ატაშეს დომინიკ პეპენჰაიმმის განცხადებით , გორის მუნიციპალიტეტის მიერ შედგენილი პროექტი სრულად აკმაყოფილებდა ევროკავშირის მოთხოვნებს, რაც შედეგზეც აისახა. გორის მუნიციპალიტეტის მერმა მადლობა გადაუხადა ევროკავშირის წარმომადგენლობას ასეთი მასშტაბური და მნიშვნელოვანი პროექტის დაფინანებისათვის.

28 თვიანი პროექტი 2020 წელს დასრულდება. მისი მიზანია გორის მუნიციპალიტეტის ტურისტებისთვის მიმზიდველ ადგილად გადაქცევა, რაც ასევე ხელს შეუწყობს ადგილობრივი მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებას. პროექტ „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება მდგრადი ზრდისთვის“ ფარგლებში 2017 წლის ბოლოს ევროკავშირმა გორის მუნიციპალიტეტისთვის გრანტის სახით 1 800 000 ლარი გამოყო.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით