სიახლეები

სიახლეები

28 მარტი, 2018

მინი მოედნების მოვლა-პატრონობას მუნიციპალური ა(ა)იპ უზრუნველყოფს

გორში მინი სპორტულ მოედნებზე დაზიანებული ინფრასტრუქტურა უახლოეს მომავალში აღდგება, ობიექტების მოვლა-პატრონობასა და გამართულ ფუნქციონირებას ა(ა)იპ „გორის საფეხბურთო კლუბი“ უზრუნველყოფს.

2017 წელს რეაბილიტირებული 10 სპორტული მოედანი სავალალო მდგომარეობაშია, მოედნებთან არსებული დამხმარე ნაგებობები მოსახლეობის მიერ დაზიანდა, ამის გამო დღის წესრგში დადგა სტადიონებზე მეთვალყურეობის გამკაცრება, მათ მოვლა-პატრონობაზე პასუხისმგებელ ორგანიზაციად ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ გორი“ შეირჩა. დაზიანებული სტადიონები განათლების, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდული სამსახურის უფრსმა რამაზ შიოშვილმა და ა(ა)იპ „საფეხბურთო კლუბ გორის“ ხელმძღვანელმა გიორგი ისიანმა დაათვალიერეს. „ყველა მოედანი, სადაც ინფრასტრუქტურაა დაზიანებულია ა(ა)იპ-ის დაფინანსებით სრულად რეაბილიტირდება, შემდეგ კი ვგეგმავთ საღამოს 12 საათიდან მინი-მოედნების დაკეტვას, ამით მსგავსი დაზიანებები თავიდან აცილებას ადვილად შევძლებთ - განაცხადა ა(ა) იპ „საფეხბურთო კლუბ გორის“ ხელმძღვანელმა გია ისიანმა. 4 მინი სტადიონზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფები ივარჯიშებენ, მოდნებთან დამონტაჟდება საინფორმაციო ბანერები, სადაც ჯგუფების სავარჯიშო განრიგები განთავსდება. 2017 წელს მინი-სტადიონების მოწყობისათვის ქალაქ გორის მუნიციპალიტეტისა და მუნიციპალური განვითარების ფონდის თანაფინანსირებით 1 300 000 ლარი გაიხარჯა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით