სიახლეები

სიახლეები

03 მარტი, 2018

გორის მერმა მეეზოვე ქალბატონებს დედის დღე მიულოცა

კონსტანტინე თავზარაშვილმა მეეზეოვე ქალბატონებს დედის დღე სამუშაოს შესრულების პროცესში პირადად მიულოცა. გორის მერმა თითოეულ მათგანს ჯანმრთელობა, ბედნიერება და სამშობლოსთვის საამაყო შვილების გაზრდა უსურვა. მანვე გაწეული ამაგისა და ღვაწლისთვის ყველა დედას მადლობა გადაუხადა. „ეს ქალბატონები ის ადამიანები არიან, რომლებიც ჩვენი ქალაქის სისუფთავეზე ყოველდღიურად, მუხლჩაუხრელად ზრუნავენ. ისინი სამუშაოს დილის 6 საათზე იწყებენ. მათი საქმიანობა ყველაზე დასაფასებელია.“ - აღნიშნა გორის მერმა. ქალაქის სისუფთავეზე 56 მეეზოვე ქალბატონი ზრუნავს. ისინი გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ "კეთილმოწყობის სააგენტოს" თანამშრომლები არიან. საქართველოში, 3 მარტი დედის დღედ ოფიციალურად 1991 წელს გამოცხადდა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით