სიახლეები

სიახლეები

02 აპრილი, 2018

აუტიზმე ცნობადობის ამაღლების დღე გორშიც აღინიშნა

გორში აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე აღინიშნა. გორის მუნიციპალიტეტის მერიამ, დედათა და ბავშვთა ცენტრ ,,იავნანასთან“ არსებულმა სარეაბილიტაციო ცენტრმა ,,ნაბიჯებმა“ და ბავშვთა გასართობმა ცენტრმა ,,რიომ” აუტისტური სპექტრის მქონე 20 ბავშვს გასართობ ცენტრში უმასპინძლეს და საჩუქრები გადასცეს.

სადღესასწაულო ტორტი, ფოიერვერკები, სახალისო გასართობი პროგრამა, საჩუქრები და სიყვარული, რაც ღონისძიების ორგანიზატორებმა აჩუქეს პატარებს, უკვე ტრადიციადქცეული აქციაა, რომლის მხარდამჭერი და ხელმშემწყობი გორის მუნიციპალიტეტის მერიაა. ადგილობრივი ხელისუფლება აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვებს სხვა ფორმითაც უწევს დახმარებას, კერძოდ, სოციალური დახმარების მუნიციპალური პროგრამა ითვალისწინებს აუტიზმის სინდრომის მქონე ბავშვების (0-დან 18 წლამდე) მკურნალობის ხარჯების დაფინანსებას 2000 ლარით. აღსანიშნავია, რომ 2017 წელს თანხა შადგენდა 1000 ლარს, ხოლო 2018 წელს თანხა გაიზარდა 2000 ლარამდე. გარდა ამისა, გორის

მუნიციპალიტეტის ცენტრალურ სასპორტო სკოლაში ფუნქციონირებს აუტისტთა საფეხბურთო გუნდი, რომელშიც გაერთიანებულია 20 ბავშვი. აღნიშნული გუნდი 2018 წლის 1-ლი მარტიდან ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება 18 400 ლარით. აუტიზმის შესახებ ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღე, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, ყოველი წლის 2 აპრილს აღინიშნება და მისი მიზანია, გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა. ა

უტიზმი განვითარების შეფერხებაა და ხასიათდება სოციალური ურთიერთობების, კომუნიკაციისა და ქცევის პრობლემებით, თუმცა აუტიზმით დაავადებულ ადამიანებს ხშირად შეუძლიათ ძალზე დიდ წარმატებას მიაღწიონ. ამიტომ, მნიშვნელოვანია, საზოგადოება იყოს ინფორმირებული ამ დაავადების შესახებ და არ მოახდინოს აუტისტთა დისკრედიტაცია, ხოლო სახელისუფლებო ორგანოებმა, შეასრულონ საქართველოს მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულება და უზრუნველყონ აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების რეალიზება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით