სიახლეები

სიახლეები

09 აპრილი, 2018

გორში 9 აპრილს გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს

გორში ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილის სახელობის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, გორის მუნიცპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და საკრებულოს თავმჯდომარემ დავით რაზმაძემ, მემორიალთან შეკრებილ მოქალაქეებთან ერთად კიდევ ერთხელ გაიხსენეს1989 წლის 9 აპრილს განვითარებული მოვლენები და პატივი მიაგეს ამ ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ხსოვნას.

დღეს, 9 აპრილის სახელობის სკვერში, 29 წლის წინ სამშობლოს დამოუკიდებლობისთვის გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებელი პარაკლისიც აღევლინა. 29 წლის წინ, თბილისში, 1989 წლის 9 აპრილს, რუსთაველის გამზირზე, წითელმა არმიამ და შინაგანმა ჯარმა მშვიდობიანი მიტინგი სასანგრე ნიჩბების, ხელკეტებისა და გაზის გამოყენებით დაარბია. მიტინგის დაშლისას 21 მოქალაქე დაიღუპა. დემონსტრაციის მონაწილეთა უმთავრესი მოთხოვნა საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენა იყო. ორი წლის შემდეგ 9 აპრილი, მაშინდელმა უზენაესმა საბჭომ საქართველოს სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ გამოაცხადა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით