დღე : 27
ღამე : 12
კონტაქტი

ტურიზმი

ტურიზმი 

 

გორის მუნიციპალიტეტში დიდი პონტენციალი არსებობს. ტურისტებს იზიდავს მუნიციპალიტეტში არსებული კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლები.

გორის მუნიციპალიტეტში 330 კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია. მათ შორის 53 უშუალოდ ქ.გორში მდებარეობს.

 

აღსანიშნავია ტურისტების ყოველწლიურად მზარდი რაოდენობა 2016-2019 წლებში.2020  წელს კორონავირუსის პანდემიამ გავლენა მოახდინა ვიზიტორთა რაოდენობაზე, თუმცა 2021 წლიდან კვლავ იგრძნობა მატების ტენდენცია. 

 

 

 

კლდეში ნაკვეთი ქალაქი უფლისციხე

 

უფლისციხე - საჭირო დეტალები მონახულებისთვის

 

ქალაქი, კავკასიის ერთ-ერთი უძველესი დასახლება და საქალაქო ცენტრი იყო.  იგი მდებარეობს შიდა ქართლში, ქალაქ გორის აღმოსავლეთით მე-10 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირას. ქალაქს აქვს ქუჩები, სკვერები, წყლის საკანალიზაციო სისტემა, ოთხი კარიბჭე, საიდუმლო გვირაბი, რომელსაც მდინარე მტკვრამდე მიყავხარ, გალავანი და ა.შ. დღეისათვის ის ითვლება მუზეუმად-ნაკრძალად ღია ცის ქვეშ.

წერილობით წყაროებში პირველად VII საუკუნეში იხსენიება. უფლისციხესა და მის შემოგარენში დაცულია არქეოლოგიურ და ხუროთმოძღვრულ ძეგლთა ჯგუფი, რომელთაგან უძველესი ადრინდელი ბრინჯაოს ხანისაა(ძველი წელთაღრიცხვით VI-IV საუკუნეები).

 

იოსებ სტალინის სახლ-მუზეუმი

 

სტალინის მუზეუმი გორში | Georgia Travel

 

საბჭოთა ლიდერის, იოსებ სტალინის სახელობის მუზეუმი გორში დაარსდა 1937 წელს. დღესდღეობით ეს კულტურული ძეგლი საქართველოში მუზეუმებს შორის პირველ ადგილზეა მნახველების რაოდენობით.

 

აქ ინახება 60000-მდე ექსპონატი. მუზეუმის კომპლექსში შედის მემორიალური სახლი, სადაც სტალინი დაიბადა, საექსპოზიციო შენობა და სტალინის პირადი დაჯავშნილი ვაგონი, რომლითაც მან იმგზავრა ისტორიულ კონფერენციებზე თეირანში, იალტასა და პოტსდამში. მუზეუმში ასევე დაცულია სტალინის პირადი ნივთები.

 

გორის ციხე

 

 რა იგეგმება გორის ციხეზე – პროექტი, რომელმაც ციხე ქალაქის ტურისტულ ცენტრად  უნდა აქციოს | droa.ge

  

ისტორიული ციხესიმაგრე ქართლში, ქალაქ გორის ცენტრში, მაღალ კლდოვან ბორცვზე. ჩრდილოეთ ფერდობზე შემორჩენილი ნანგრევები და არქეოლოგიური მონაცემები მოწმობს, რომ აქ ძვ. წ. I ათასწლეულის უკანასკნელ საუკუნეებში ძლიერი სიმაგრე, მის გარშემო კი მოსახლეობა ყოფილა.

„გორის ციხედ“ წყაროებში პირველად XIII საუკუნეში იხსენიება.

 

ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი

 

 

 

მუზეუმში დაცულია ძვ. წ. IV-III ათასწლეულების არქეოლოგიური მასალა, ნუმიზმატიკის ნიმუშები, აგრეთვე XVIII-XIX სს-ის ეთნოგრაფიული მასალა: ხალიჩები, ფარდაგები (ქართული და ყარაბაღული), ქირმანშალები, ოქრომკედით ნაქარგი საეკლესიო დანიშნულების სამოსელი, XVII–XIX სს-ის საბრძოლო იარაღის კოლექცია.

 

ატენის სიონი

 

 

ატენის სიონი შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ატენში მდებარეობს, ატენის ხეობაში.

იგი VII საუკუნის I ნახევრით თარიღდება. ტაძარი აგებულია მდინარე ტანას მარცხენა ნაპირას, ფრიალო კლდის კიდეზე, საყრდენი კედლით გამაგრებულ ბაქანზე. ატენის სიონის ინტერიერში სამი სხვადასხვა პერიოდის მხატვრობაა დაცული.

ბათქაშის ჩამოცვენის შედეგად, ქვის ზედაპირზე გამოვლინდა მოხატულობის ყველაზე ძველი, ტაძრის თანადროული მოხატულობის ფრაგმენტები: წითელი საღებავით შესრულებული არქიტექტურული წყობის იმიტაცია აფსიდების კონქში, თაღებში და ასეთივე საღებავით შემოხაზული რელიეფური ჯვარი გუმბათში.

 

ატენის ხეობის ტურისტული პოტენციალი

 

 

ატენის  ხეობა  გორიდან 15 კმ -ში მდებარეობს. ხეობას აქვს ექსტრემალური ტურიზმის განვითარების უდიდესი  პოტენციალი.  აქ არსებული ბუნებრივი და კლიმატური პირობები  როგორც ზაფხულის, ასევე  ზამთრის  კურორტის  მოწყობის  საშუალებას  იძლევა.

 

სოფელ  ბიისში  ნიადაგიდან  ბუნებრივად  ამოდის ბალნეოლოგიური  წყლები, რომელსაც განსაკუთრებული სამკურნალო  თვისებები   გააჩნია.ხეობაში აქტიუად მიმდინარეობს მცირე საოჯახო სასტუმროების მშენებლობა და რესურსების მაქსიმალური ათვისება.

 

ბიისის  ჩანჩქერი 

 

 ბიისში ყინულზე ცოცვის ფესტივალი გაიმართა – Mozaika News

 

სპორტული ტურიზმი 

 

 

გორის მუნიციპალიტეტს აქვს სპორტული ტურიზმის განვითარების პოტენციალი. გორის სპორტსმენების ქალაქია, აქ აღიზარდა უამრავი სპორტის ოსტატი, რომლებიც ქვეყნის გარეთაც წარმატებულად  ასპარეზობენ დღემდე.

 

გორის მუნიციპალიტეტიდან არის 3 ოლიმპიური ჩემპიონი (1 თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 2 ძიუდო)  და  6 მსოფლიო ჩემპიონი (3 თავისუფალი სტილით მოჭიდავე, 2 ძიუდო, 1 კრივი).

 

განვითარებულია სპორტის სხვა სახეობებიც:  რაგბი, ფეხბურთი, კალათბურთი. აღსანიშნავია, რომ სპორტის ამ სახეობების განვითარებისთვის მუნიციპალიტეტში არის შესაბამისი ინფრასტრუქტურაც.

 

ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტების მქონე სპორტული კომპლექსი, რომელიც მზად არის უმასპინძლოს საერთაშორისო ტურნირებს. გორს აქვს ასევე UEFA-ს  სტანდარტის მე-3 კატეგორიის ფეხბურთის მოედანი და საერთაშორისო სტანდარტების რაგბის მოედანი.

 

 

Icon Red Loudspeaker Stock Illustration - Download Image Now - Megaphone,  Public Speaker, Announcement Message - iStock

სიახლეები

15.09.2023

 

სპორტული ტურიზმის განვიათარების მიზნით, 7-8 ოქტომბერს გორის სპორტის სასახლეში გაიმართება საერთაშორისო ტურნირი თავისუფალ ჭირდაობაში.

ტურნირში  მონაწილეობას ათეულობით ქვეყნის სპორტსმენები მიიღებს. 

გორში დაგეგმილი სპორტული ღონისძიების შესახებ ინფორმაცია უკვე განთავსებულია ჭიდაობის საერთაშორისო პლატფორმაზე. 

 

  

                   

 

Icon Red Loudspeaker Stock Illustration - Download Image Now - Megaphone,  Public Speaker, Announcement Message - iStockსიახლეები

14.09.2023

ტურიზმის განვითარება

 

პროგრამის მიზანია ქვეყნის ტურიზმის და მასთან დაკავშირებული სხვადასხვა სერვისების განვითარება და ფინანსური ხელშეწყობა.

თანადაფინანსების მექანიზმის პირობები არეგულირებს სასტუმროს, ტურისტული სერვისების, აგრო და ეკო ტურისტული ინდუსტრიების საქმიანობებს.

 

*კომერციული ბანკების/სალიზინგო კომპანიების შემთხვევაში

 

სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის პროცენტის სუბსიდირებას, სესხის  ვადით რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 5%, ლიზინგის შემთხვევაში რეფინანსირების განაკვეთს გამოკლებული 3%.

სესხის ფარგლებში სააგენტო ახორციელებს სესხის ძირის არაუმეტეს 80%-ის გარანტირებას, მაქსიმუმ 10 წლის ვადით.

სესხის/ლიზინგის საგნის მინიმალური მოცულობა შეადგენს 50 000 ლარს, ხოლო მაქსიმალური 10 000 000 ლარს.

სესხის მინიმუმ 50% უნდა იყოს მიმართული ძირითადი და კაპიტალური დანახარჯებისთვის, ხოლო არაუმეტეს 50%-ისა საბრუნავი საშუალებების შესაძენად.

 

* პროგრამის პირობები

პროგრამის ბენეფიციარი უნდა იყოს მეწარმე სუბიექტი, რომელიც აკმაყოფილებს „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად მე-3 ან მე-4 კატეგორიის საწარმო, მხოლოდ მისი შემოსავლის კომპონენტში.

რომლის შემოწმება შესაძლებელია www.reportal.ge -ის მეშვეობით

 

სესხის/ლიზინგის საგნის პირველი ტრანშის ათვისება სააგენტოს მიერ სესხის/ლიზინგის საგნის დადასტურებიდან  არაუგვიანეს 6 თვის ვადაში. სესხის სრული ათვისება სააგენტოს მიერ მისი დადასტურებიდან არაუგვიანეს 2 წლის ვადაში.

 

ევროკავშირის საპილოტე რეგიონების პროგრამის ფარგლებში, სააგენტოს მხრიდან 2022 წელს დადასტურებული განაცხადებისთვის 50 000 ლარიდან 1 500 000 ლარამდე სესხის მოცულობის შემთხვევაში ბენეფიციარი 10%-დან 20%-მდე გრანტით ისარგებლებს (დეტალური ინფორმაცია იხილეთ გრანტის კატეგორიაში).

 

დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ბმულს:

 

https://shorturl.at/dEKL5