დღე : 26
ღამე : 14
კონტაქტი

რატომ გორის მუნიციპალიტეტში ინვესტირება

რატომ გორის მუნიციპალიტეტში ინვესტირება  

 

საქართველო მსოფლიო მასშტაბით ცნობილია ინვესტორთათვის უსაფრთხო გარემოთი და  მხარდამჭერი პროგრამებით.

სამთავრობო დონეზე  შეიმუშავდა მთელი რიგი მექანიზმები, რომლებიც ორიენტირებულია ინვესტორების მხარდაჭერაზე.

 

 

ამ მხრივ, საქართველო საერთაშორისო რეიტინგებში წამყვან პოზიციებს იკავებს.

ქვეყნის მასშტაბით ხელმისაწვდომია სახელმწიფო შეღავათიანი კრედიტები და თანადაფინანსების პროექტები მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარებისთვის.

 

"აწარმოე საქართველოში" ერთ-ერთი პირველი სახელწიფო უწყებაა საქართველოში, რომლის უმთავრეს მიზანს წარმოადგენს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესება, კერძო სექტორის განვითარება და საქართველოს საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაცია.

 

 

https://investingeorgia.org/en/

მსოფლიო ბანკის რეიტინგში საქართველოს მე-7 ადგილს იკავებს, როგორც ქვეყანა , სადაც მარტივია ბიზნესის კეთება.

ხოლო, ეკონომიკური დამოუკიდებლობის თვალსაზრისით საქართველო მე-12 ადგილზეა მსოფლიოს 190 ქვეყნიდან.

რაც შეეხება უშუალოდ გორის მუნიციპალიტეტს, ის ხელსაყრელია ბიზნესის წარმოების თვალსაზრისით. უპირველეს ყოვლისა, მას აქვს სტრატეგიული მდებარეობა.

მუნიციპალიტეტი ახლოს არის დედაქალაქთან და მას კვეთს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები.

 

არის მრავალფეროვანი ლანდშაფტი და ეკოსისტემა, მუნიციპალიტეტს აქვს სოფლის მეურნეობის მდიდარი ტრადიციები და მრავალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლები.

გორის მუნიციპალიტეტი არის მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორიული კერა, აქვს სათავგადასავლო და პილიგრიმული ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო რესურსი და სამკურნალო-ბალნეოლოგიური წყლების რესურსები.

 

ადგილობრივი ხელისუფლება მუდამ გამოხატავს მზაობას და არ იშურებს ძალისხმევას, რათა განავითაროს აღნიშნული მიმართულებები, ამასთან, კომფორტულ სამუშაო გარემოს ქმნის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის არსებობა და საფინანსო ინსტიტუტების მრავალფეროვნება.

მუნიციპალიტეტში არის უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლები, რაც ხელს უწყობს ადამიანური რესურსის არსებობას.