დღე : 27
ღამე : 12
კონტაქტი

სოფლის მეურნეობა

 სოფლის მეურნეობა 

 

გორში სასოფლო - სამეურნეო საქმინობა საკამოდ განვითარებულია. შიდა ქართლი ცნობილია ხილით და ბოსტნეულით (განსაკუთრებით, ატამი და ვაშლი).

ეს ხილი მაღალი ხარისხისაა, გამოირჩევა შაქრიანობითა და არომატულობით, კარგად ინახება და  იტანს  შორს  გადაზიდვას.

 

მუნიციპალიტეტში ძირითადი მაპროფილებელი პროდუქციის სახეებია:

 

ხორბლის ფქვილი, საკონსერვო ნაწარმი, ვაშლის კონცენტრატი, ალკოჰოლური სასმელები, სპირტი, ხილი და ბოსტნეული.

გორის მუნიციპალიტეტში ამ მიმართულებით მომუშავე 34 საწარმოა წარმოდგენილი, სადაც დასაქმებულია 800-ზე მეტი ადამიანი.

 

საწარმოთაგან ზოგიერთი დროებით გაჩერებულია ან სეზონურად მუშაობს. უმთავრეს პრობლემას დანადგარების სიძველე და ინვესტიციების სიმწირე წარმოადგენს.

 

გორის მთიან სოფლებში მოსახლეობა აქტიურად მიჰყვება მეფუტკრეობას. იწარმოება დიდი რაოდენობის ნატურალური თაფლი. ბუნებრივი და კლიმატური პირობების გამო  თაფლს აქვს განსაკუთრებული არომატი და სამკურნალო თვისებები.

   

სოფლებში  მრავლადაა თევზეულის მეურნეობები. მოშენებულია  ძირითადად კალმახისა და ზუთხის ჯიშები.   

 

საკალმახე მეურნეობის მშენებლობის დაგეგმვა, ცისარტყელა კალმახი და მისი  წარმოება – AgroNews.ge            #ფერმა საკალმახე მეურნეობა ვაკიჯვარში  

 

სეზონურად იწარმოება კალმახის ხიზილალა. მთიან სოფლებში  მოსახლეობა ძირითადად მეცხოველეობას მიჰყება.  მსხვილფეხა რქოსნები ეკოლოგიურად სუფთა გარემოში იკვებებიან.

 

საქართველოს  მასშტაბითაა ცნობილი სოფელ მეჯვრისხევის მეფრინველეობის ფაბრიკა,  სადაც  მეფრინველეობის მეურნეობა სპეციალიზირებულია  სანაშენე, კვერცხის და ხორცის მიმართულებებით. სხვადასხვა ქალაქში ხდება  ხორცის, რძისა და  ყველის რეალიზაცია.

 

გორი  ცნობილია  ყურძნის  განსაკუთრებული  ჯიშებით:

 

 

ვენახი - მარკეტინგული საფუძვლები, განლაგების პრინციპები | აგროკავკასია     უკონკურენტო ქართული ვაზის ჯიშები

 

გორული მწვანე, ჩინური/ჩინებული და თავკვერი. 

გორის მუნიციპალიტეტში განვითარებულია მეღვინეობა. გორსა  და  გორის  რაიონში  ფუნქციონირებს  მსხვილი  ღვინის ქარხნები, რომლებიც როგორც ქართულ, ასევე უცხოურ ბაზარს ამარაგებენ.  

ატენსა და ხიდისთავში 10 მცირე ღვინის მარანია, სადაც იწარმოება ქვევრისა და ბოთლის ღვინოები, ასევე ქართული არაყი "ჭაჭა".

ექსპორტიორია "შატო ატენი", რომელმაც  ევროპის  რამოდენიმე ქვეყანაში  საკმაო  პოპულარობა  მოიპოვა.

 

Icon Red Loudspeaker Stock Illustration - Download Image Now - Megaphone,  Public Speaker, Announcement Message - iStock სიახლეები

14.09.2023

Biodiversa+ საგრანტო კონკურსი გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პარტნიორობით ჩატარდება

 

    

ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის (Biodiversa+) საგრანტო კონკურსის „ბუნებაზე დაფუძნებული გადაწყვეტილებები (NBS) ბიომრავალფეროვნებისთვის, ადამიანის კეთილდღეობისთვის და ტრანსფორმაციული ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი პარტნიორი და თანადამფინანსებელი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იქნება.  

სოლომონ პავლიაშვილმა ევროპელ პარტნიორებს წლების განმავლობაში გამოცხადებული მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მათი რეკომენდაციების საფუძველზე, საქართველოს მთავრობამ ბიომრავალფეროვნების მიმართულებით არაერთი პოზიტური ნაბიჯი გადადგა.

ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის (Biodiversa+) საგრანტო კონკურსის ფარგლებში, მეცნიერები კვლევებს ბიომრავალფეროვნების მიმართულებით ჩაატარებენ. კონკურსში მონაწილეობის მისაღებად, აუცილებელია კონსორციუმის შექმნა, სადაც ქართველ მეცნიერებთან ერთად ევროკავშირის წევრი 2 ქვეყნის წარმომადგენლები იქნებიან ჩართული.

პირველ ეტაპზე განაცხადებს ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის ექსპერტები განიხილავენ, მომდევნო ეტაპზე კი ხმის მიცემის პროცესში გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ჩაერთვება. საგრანტო კონკურსზე განაცხადების მიღება უკვე დაიწყო.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობისსამინისტრო ევროკავშირის მიერ თანადაფინანსებული პარტნიორობის Biodiversa+ (ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობა) წევრი 2023 წელს გახდა.

ევროპული ბიომრავალფეროვნების პარტნიორობის მიზანია ბიომრავალფეროვნების გამორჩეული ხარისხის კვლევების განვითარების ხელშეწყობა და ჰარმონიზაცია, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და პოლიტიკის შემუშავება. 

 

 

Icon Red Loudspeaker Stock Illustration - Download Image Now - Megaphone,  Public Speaker, Announcement Message - iStockსიახლეები

12.09.2023

 

USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა აცხადებს სოფლის მეურნეობის საგრანტო კონკურს, პროდუქტიულობს გაუმჯობესების მიზნით.

საგრანტო კონკურსის მიზანია ადმინისტრაციულ გამყოფ ზოლთან მდებარე თემებში, სასოფლო-სამეურნეო მიკრო და მცირე საწარმოების შესაძლებლობების გაძლიერება, რაც ხელს შეუწყობს მათ მიერ ახალი ბაზრების ათვისებას და შემოსავლებისა და დასაქმების ზრდას.

პოტენციური განმცხადებლებისთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებისა და განაცხადების წარდგენის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, USAID-ის ძლიერი სოფლის პროგრამა ჩაატარებს საინფორმაციო შეხვედრებს 11-ივე სამიზნე მუნიციპალიტეტში.

სრული ინფორმაცია საგრანტო კონკურსთან და საინფორმაციო შეხვედრებთან დაკავშირებით იხილეთ შემდეგ ბმულზე:

https://jobs.ge/ge/?view=jobs&id=485736