დღე : 27
ღამე : 12
კონტაქტი

განახლებადი ენერგეტიკა

 

განახლებადი ენერგია

 

    

 

საქართველო განახლებადი ენერგიის წარმოების  მიმართულებით მიმზიდველ შესაძლებლობას გთავაზობთ. 

 

ქარის პოტენციალი  საქართველოში 4 ტვტ.სთ-ია. 

 

გორის  ქარის  ელექტროსადგური  პირველი და წარმატებული პროექტის მაგალიათია  განახლებადი ენერგიის სფეროში. 

 

ელექტროსადგურის  სიმძლავრე  20.7 მეგავატია. სადგური  შედგება  6 ერთეული  90  მეტრზე მეტი  სიმაღლის ტურბინებისგან.

წელიწადში გამოიმუშავებს 84,1 მლნ. კვტ.სთ ელექტროენერგიას.

 

მსგავსი სადგურების შექმნა  საქართველოში განაპირობებს,  ქვეყნის ენერგო დამოუკიდებლობას და შეამცირებს ენერგიის იმპორტის საჭიროებას.

აღსანიშნავია, რომ ქარის ელექტროსადგურისთვის შერჩეული ეს ტერიტორია საუკეთესო აღმოჩნდა საქართველოს მასშტაბით და ამ მიმართულებას განვითარების დიდი პერსპექტივა აქვს.

 

წინასწარი ანალიზის საფუძველზე, ვარაუდობენ , რომ 2030 წლისთვის საქართველოში ქარის მიერ გამომუშავებული ენერგიის წილი 10%-ს მიაღწევს.

 

პროგრამა _ "მერების შეთანხმება"

 

გორის მუნიციპალიტეტი "მერების შეთანხმების" პროგრამას 2012 წელს შეურთდა.

ენერგეტიკული პოლიტიკის განსახორციელებლად ევროკავშირში შექმნილია "მერების შეთანხმების" პროგრამა, რომელიც აერთიანებს ევროპის ათასობით ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს.

 

"მერების შეთანხმება" კლიმატური და ენერგეტიკული ამბიციების მქონე მუნიციპალიტეტების ფართომასშტაბიანი ინიციატივაა, რომლის მიზანია ევროკავშირის კლიმატის და ენერგეტიკული პოლიტიკის ამოცანების განხორციელება“.