დღე : 28
ღამე : 12
კონტაქტი

ბიზნეს სექტორი

ბიზნეს სექტორი

გორის მუნიციპალიტეტში ფაქტობრივი მდგომარეობით 2892  ეკონომიკური  სუბიექტი ოპერირებს.

მუნიციპალიტეტი ხელსაყრელია ბიზნესის კეთების თვალსაზრისით. უპირველეს ყოვლისა,  მუნიციპალიტეტს აქვს სტრატეგიული მდებარეობა.

 

მუნიციპალიტეტი ახლოს არის დედაქალაქთან და მას კვეთს საერთაშორისო მნიშვნელობის საავტომობილო და სარკინიგზო მაგისტრალები.

არის მრავალფეროვანი ლანდშაფტი და ეკოსისტემა, მუნიციპალიტეტს აქვს სოფლის მეურნეობის მდიდარი ტრადიციები და მრავალი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. 

გორის მუნიციპალიტეტი არის მევენახეობისა და მეღვინეობის ისტორიული  კერა, აქვს სათავგადასავლო და პილიგრიმული ტურიზმის განვითარებისთვის საჭირო რესურსი და სამკურნალო-ბალნეოლოგიური წყლების რესურსები.

 

ადგილობრივი ხელისუფლება მუდამ გამოხატავს მზაობას და არ იშურებს ძალისხმევას, რათა განავითაროს აღნიშნული მიმართულებები, ამასთან, კომფორტულ სამუშაო გარემოს ქმნის ტურიზმის საინფორმაციო ცენტრის არსებობა და საფინანსო ინსტიტუტების მრავალფეროვნება.

 

"კულა" ხილისა და ბოსტნეულის გადამამუშავებელი ქარხანა          სასტუმრო " სოლო გრანდი" ატენის ხეობა

კულა – Marketing House             

სასტუმრო "გორი ინნ"                                              სასტუმრო "ჯორჯია გოლდ"

      

 

 

Icon Red Loudspeaker Stock Illustration - Download Image Now - Megaphone,  Public Speaker, Announcement Message - iStock

 

  სიახლეები

 14.09.2023

სახელმწიფო პროგრამა _ "დანერგე მომავალი"

 

     

image

მხარდაჭერილი საქმიანობები:

 

  • მრავალწლოვანი ბაღების გაშენება
  • სანერგე მეურნეობების შექმნა/განვითარება
  • სეტყვის საწინააღმდეგო სისტემების ან/და ჭის/ჭაბურღილის/წვეთოვანი სარწყავი სისტემების მოწყობა
  • სტიქიური მოვლენების შედეგად დაზიანებული ნერგების დაფინანსება

                            


image
მოკლე აღწერა:

ფინანსური და ტექნიკური დახმარება მრავალწლოვანი კულტურების ახალი ბაღების გაშენებისთვის, არსებული ბაღების მოდერნიზაციისთვის, სანერგე მეურნეობის შექმნისა ან განვითარებისთვის

შენიშვნა:

ბაღების კომპონენტის ფარგლებში პროგრამა ვრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში. ნერგების კომპონენტის ფარგლებში პროგრამა ვრცელდება საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტსა და თვითმმართველ ქალაქში.

 

image 
მიზნობრივი ჯგუფი:

საქართველოს მოქალაქე ფიზიკური (გარდა სანერგეების კომპონენტისა) ან საქართველოში კანონის შესაბამისად რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირი, მათ შორის სასოფლო - სამეურნეო კოოპერატივი

შენიშვნა: ბენეფიციარი არ შეიძლება იყოს ისეთი საწარმო, რომელშიც პირდაპირ ან ირიბად სახელმწიფო ფლობს წილს ან აქციებს.

დეტალური ინფორმაცია პროგრამის შესახებhttps://mepa.gov.ge/Ge/Projects/Details/10/

 

Icon Red Loudspeaker Stock Illustration - Download Image Now - Megaphone,  Public Speaker, Announcement Message - iStock სიახლეები

12.09.2023

 

გორის მუნიციპალიტეტში "გორელ მეწარმეთა კლუბი" დაფუძნდა

 

  

 

ღონისძიება გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს, შვეიცარული საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰელვეტასის“ და სასტუმრო „გორი ინნის“ ორგანიზებით გაიმართა.

 

შეხვედრაზე ორგანიზატორებმა და კლუბის წევრებმა გორის მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების შესაძლებლობების გაძლიერებაზე, რეგიონში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირებასა და მისი დაძლევის გზებზე ისაუბრეს.

ასევე განხილული იქნა, მეწარმეობის ხელშეწყობისა და ეკონომიკური განვითარების  მიმართულებით სააგენტოს მიმდინარე პროექტები და სამომავლო გეგმები.

 

ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლებთან ერთად, კლუბის დაფუძნებას ესწრებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოს, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის, სავაჭრო პალატის შიდა ქართლის განყოფილებისა

და შვეიცარიის საერთაშორისო ორგანიზაცია „ჰელვეტასის“ წარმომადგენლები.

"გორელ მეწარმეთა კლუბი" სააგენტოს ხელშეწყობითა და უცხოური ორგანიზაციების გამოცდილების გათვალისწინებით, მუშაობას აქტიურად გააგრძელებს.