გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06
პროექტი, რომელიც ახალგაზრდების წახალისებას ისახავს მიზნად, გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.
ჯილდო გორის მუნიციპალიტეტის მერს ვლადიმერ ხინჩეგაშვილს პოლონეთის სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში მარიუშ მაშკევიჩმა გადასცა.
„გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმი“ - “Civil Participation in Decision Making Toolkit (CPT)” - ასეთია მეთოდოლოგიის განმარტება და გულისხმობს ადგილობრივი თემის შეფასებას სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ადამიანური კაპიტალის მიხედვით.
ჩეხმა სტუმრებმა ისაუბრეს მოქალაქეთა ჩართულობის კუთხით საკუთარი გამოცდილების შესახებ. გორის მერმა მათ გააცნო მუნიციპალიტეტის საინვესტიციო, ტურისტული და ეკონომიკური შესაძლებლობები.
პროექტი, რომელიც ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაციასა და მოზარდების სპორტით კიდევ უფრო მეტად დაინტერესებას ისახავდა მიზნად, საზოგადოება "ბილიკთან" თანამშრომლობით განხორციელდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა 2023 წელს გამართულ პედაგოგთა სამ მნიშვნელოვან კონკურსში გამარჯვებულ მასწავლებლებს წარმატება მიულოცა.
გორის მუნიციპალიტეტის მერიის თანადაფინანსებით საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში, ინოვაციური სასათბურე პროექტი „მეურნეობა“ გაიხსნა.
მოძრავი მამოგრაფიის სერვისი ნიქოზის პირველადი ჯანდაცვის ცენტრის მედიკოსებმა ამჯერად შინდისში მცხოვრებ მოსახლეობას შესთავაზეს. მათ მსურველებს სხვადასხვა სახის კვლევები ადგილზე უფასოდ ჩაუტარეს.
ფარდაგების ქსოვისა და კერამიკასა და თექაზე მუშაობის კურსების გავლა 10 - დან 17 წლამდე მოზარდებს შეუძლიათ.
მეღვრეკისის საბავშვო ბაღი 3 ჯგუფზეა გათვლილი. ამ ეტაპზე ბაღში 70 - მდე აღსაზრდელი ირიცხება.
ორსართულიანი შენობა ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. ბაღი აღჭურვილია ახალი ინვენტარით, მოწყობილია ეზო ატრაქციონებითა და ფანჩატურებით.