სიახლეები

მთავარი

21 ნოემბერი, 2023

გორის მერია მოქალაქეთა ჩართულობის ახალი მექანიზმს ნერგავს

მოქალაქეთა ჩართულობის გაძლიერების მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერია ევროპის საბჭოს მიერ რეკომენდირებულ ახალ მეთოდოლოგიას ნერგავს.
 
„გადაწყვეტილების მიღების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მექანიზმი“ - “Civil Participation in Decision Making Toolkit (CPT)” - ასეთია მეთოდოლოგიის განმარტება და გულისხმობს ადგილობრივი თემის შეფასებას სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და ადამიანური კაპიტალის მიხედვით.
 
CPT ინსტრუმენტის გამოყენებით, ადგილობრივი საზოგადოებიდან შეირჩა, მექანიზმზე დაყრდნობით შეფასდა და დაკომპლექტდა მოქალაქეთა ჯგუფი, რომელიც მუნიციპალიტეტთან ერთად საშუალოვადიანი განვითარების გეგმის შემუშავებაში მიიღებს მონაწილეობას.
 
აღნიშნულთან დაკავშირებით, ევროსაბჭოსა და USAID - ის ძლიერი სოფლის პროგრამის წარმომადგენლები მერიაში მოქმედ სამუშაო ჯგუფის წევრებს კიდევ ერთხელ შეხვდნენ და ახალი მეთოდოლოგიის შესახებ ისაუბრეს.
 
საშუალოვადიანი განვითარების გეგმის შემუშავებაში მოქალაქეთა მაღალი ჩართულობის ვალდებულება მუნიციპალიტეტებს საქართველოს მთავრობის N264 განკარგულებით განესაზღვრათ.
 
ევროპული სტანდარტის ინსტრუმენტის დანერგვის პასუხისმგებლობა, გორის მუნიციპალიტეტმა მერიამ ევროპის საბჭოსთან გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე მიიღო.
სამუშაო ჯგუფის წევრები ახალი მეთოდოლოგიის პრინციპებს საქართველოსა და ავსტრიაში გაეცნენ.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით