სიახლეები

მთავარი

02 დეკემბერი, 2023

გორში 100% - იანი გრანტის მქონე სტუდენტები დაჯილდოვდნენ

გორის მუნიციპალიტეტისგან 100 % - იანი გრანტის მქონე სტუდენტები 500 ლარით დაჯილდოვდნენ.

2023 წლის ეროვნულ გამოცდებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის სრული ოდენობა გორის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 35 ახალგაზრდამ მოიპოვა. ახალგაზრდებთან შეხვედრა გორის ტურისტულ ცენტრში გაიმართა.

ღონისძიებას სტუდენტები, მშობლები, გორის მუნიციპალიტეტის მერიის, საკრებულოსა და შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. დაჯილდოების ღონისძიება კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა.

ახალგაზრდებმა მათთვის საინტერესო კითხვებზე პასუხები ხელისუფლების ხელმძღვანელი პირებისგან მიიღეს.

პროექტი, რომელიც ახალგაზრდების წახალისებას ისახავს მიზნად, გორის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო, კულტურული და ახალგაზრდული ღონისძიებების წახალისებისა და დაჯილდოების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით