დღე : 9
ღამე : 0
კონტაქტი

სიახლეები

მთავარი

02 ნოემბერი, 2023

კერამიკის და ფარგადების მინი გალერეაში მსურველების მიღება დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ახალგაზრდებსა და მოზარდებს კერამიკის, თექაზე მუშაობისა და ქართული ფარდაგების ქსოვის ტრადიციული მიმართულებების შესწავლა შეუძლიათ.
 
გორის მუნიციპალიტეტის განვითარებისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის მართვის სააგენტოს მინი გალერეა აქტიური დატვირთვით იწყებს მუშაობას.
 
ფარდაგების ქსოვისა და კერამიკასა და თექაზე მუშაობის კურსების გავლა 10 - დან 17 წლამდე მოზარდებს შეუძლიათ.
გალერეაში მოზარდებისთვის უკვე დაიწყო თექის შემსწავლელი კურსი.
 
ფარდაგების ქსოვისა და კერამიკის კურსებით დაინტერესებულმა მოზარდებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ მითითებულ ბმულზე - https://forms.gle/qndGTiACTwGedYes6
 
 
მინი გალერეაში სასწავლო წრეების შექმნის მიზანია მოზარდების ტრადიციული რეწვით დაინტერესება და სამომავლოდ, კურსის დასრულების შემდეგ თვითდასაქმების ხელშეწყობა.
 
კურსების დასრულების შემდეგ, მონაწილეებს გადაეცემათ შესაბამისი სერტიფიკატები და მოეწყობა ნიმუშების გამოფენა - გაყიდვები.
სწავლების პარალელურად მინი გალერეა ქართველ და უცხოეულ ტურისტებსაც უმასპინძლებს, მათთვის გაიმართება მასტერკლასები და მსურველები თავად შექმნიან თექის, ფარდაგებისა და კერამიკის ნიმუშებს. მინი - გალერეა ტურისტებს ქართლის ფოლკლორული საკრავების გაცნობასა და მასტერკლასებსაც სთავაზობს.
 
გორის შემოქმედებითი ტურიზმის სახელოსნო - მინი გალერეა გორის მუნიციპალიტეტის მერიის მონაწილეობით ევროკავშირის შავი ზღვის აუზის ქვეყნების ერთობლივი სამოქმედო პროგრამის მხარდაჭერილი მცირე ინვესტიციით დაფინანსებული ხელოვნების საერთაშორისო ცენტრის პროექტის "ტურიზმი, მემკვიდრეობა და შემოქმედებითობა" ( THC 1130) ფარგლებში შეიქმნა.

სხვა სიახლეები
მთავარი
13 ნოემბერი, 2025
გამწვანების აქცია ვარიანში

აქციის ფარგლებში დაირგო დაახლოებით 150 სხვადასხვა სახეობის ხე-მცენარე, მათ შორის ტუია, კვიპაროსი, იფანი, ნეკერჩხალი და სხვა დეკორატიული ჯიშები. გამწვანების სამუშაოები გორის მერიის კეთილმოწყობის სააგენტოს ორგანიზებით განხორციელდა.

გაიგე მეტი
მთავარი
12 ნოემბერი, 2025
გორში ნუგზარ სხირელის ხსოვნისადმი მიძღვნილი V მემორიალური ტურნირი გაიმართება

შეჯიბრებაში, ჩვენი ქვეყნის ოცამდე ქალაქის წარმომადგენელი ფალავნები 10 წონით კატეგორიაში იბრძოლებენ მედლების მოსაპოვებლად.

გაიგე მეტი
მთავარი
10 ნოემბერი, 2025
გორში თენგიზ ბურჯანაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირი ჩატარდა

შეჯიბრებაში, რომელშიც 2013 წელს დაბადებული ფეხბურთელებისგან შემდგარი 8 გუნდი მონაწილეობდა, გარდამავალი თასის მფლობელი „თბილისის ლოკომოტივი“ გახდა.

გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით