ინტეგრირებული პროექტის „აქტიური ცხოვრება ჩემი სტიქიაა“ ფარგლებში პირველად თევზაობის ფესტივალი მოეწყო.
ღონისძიებაში გორელებთან ერთად მონაწილეობდენენ საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები ვეტერანები, სამშვიდობო მისიებში დაჭრილი ჯარისკაცები და შშმ პირები.
ფესტივალს პალიასტომის ტბის ჯუნგლებმა უმასპინძილა.
პროექტის ფარგლებში, პარასპორტსმენების მონაწილეობით, სხვადასხვა სახის აქტივობები იმართება.
წლის განმავლობაში 30 - მდე სპორტულ-კულტურულ აქტივობას 600-ზე მეტი მონაწილე ჰყავს.
აქტივობა „ახალგაზრდული მედიაკავშირის“ ორგანიზებით და „საქართველოს მოყვარულ მეთევზეთა კავშირის“ მხარდაჭერით მოეწყო.
პროექტის გენერალური სპონსორია პლატფორმა ინიციატივა. მისი მხარდაჭერები არიან „სოკარი“ და“ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი“.
ინიციატივა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის, გორისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტების მერიების ხელშეწყობით ხორციელდება.