სიახლეები

მთავარი

24 ოქტომბერი, 2023

მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა

საოკუპაციო ხაზთან, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ მეჯვრისხევში საბავშვო ბაღის ახალი შენობა გაიხსნა. 

ორსართულიანი შენობა ყველა თანამედროვე სტანდარტს აკმაყოფილებს. ბაღი აღჭურვილია ახალი ინვენტარით, მოწყობილია ეზო ატრაქციონებითა და ფანჩატურებით.

მეჯვრისხევის საბავშვო ბაღი 6 ჯგუფზეა გათლილი და ამ ეტაპზე 100 - მდე აღსაზრდელი ირიცხება.

საბავშვო ბაღის ახალი შენობა გორის მერის მოადგილემ თამაზ შიოშვილმა, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.

მეჯვრისხევის ბაღის შენობა მუნიციპალური განვითარების ფონდის მიერ აშენდა. 

ამ დრომდე ბაღის აღსაზრდელები სააგენტოს მიერ დაქირავებულ ფართში იღებდნენ სკოლამდელ განათლებას.

გორის მუნიციპალიტეტში მიმდინარე სასწავლო წელს საბავშვო ბაღის უკვე მეოთხე ახალი შენობა გაიხსნა. მიმდინარე წელს, ბაღის ახალი შენობის გახსნა კიდევ ერთ სოფელში იგეგმება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით