გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06
3 მარტს, დედის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გიორგი ერისთავის სახელობის თეატრში მონოსპექტაკლის "ფანჯრებს იქით" ჩვენებით დასრულდა.
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა და მერიის წარმომადგენლებმა მელოგინე დედებს და ას წელს გადაცილებულ მოხუცებს დედის დღე მიულოცეს.
2019 წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური მიმართულებით 5 ორგანიზაციასთან თანამშრომლობა უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე შერჩეულია 5 პროექტი. ამ პროექტების დაფინანსებით, მერია ბენეფიციარების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, პროექტში ჩართული ადამიანების დასაქმებასაც ახორციელებს. მარტო ამ 5 პროექტის ფარგლებში, მერიამ 50 - მდე ადამიანი უკვე დაასაქმა.
აღნიშნულ სტადიონზე 24 თებერვალს საქართველოს სუპერთასის მოსაპოვებლად ერთმანეთს ქვეყნის მოქმედი ჩემპიონი - "საბურთალო" და დავით ყიფიანის სახელობის თასის მფლობელი - ქუთაისის "ტორპედო" დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 16:00 საათზე დაიწყება.
პროექტი დაეხმარება დევნილ ახალგაზრდებს დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში და ხელს შეუწყობს სოციალური მეწარმეობის განვითარებას საქართველოში.
შენობას პირვანდელი სახე აუცილებლად შეუნარჩუნდება, სამუშაოებისათვის ჯამში 250 000 ლარამდე დაიხარჯება.
მიმდინარე წელს იგეგმება სოფელ მეჯვრისხევი - ახალუბნისა და დიცი-ქორდი-არბო-მერეთის დამაკავშირებელი გზებისა და ქვემო ნიქოზში ბაზასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. მეჯვრისხევსა და ერგნეთში (ერგნეთთან ერთად მოემსახურება მეღვრეკისსაც) აშენდება საბავშვო ბაღები და სპორტული კომპლექსები. აძვში მოეწყობა სანიაღვრე არხი.“ - განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა საზღვრისპირა სოფლებში მცოხვრებ მოსახლეობასთან შეხვედრისას.
გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრებ შშმ პირებს ეტლები, გადასაადგილებელი ჩარჩოები და იდაყვის ხელჯოხები გადაეცათ.
ძლიერი ქარის შედეგად გორის მუნიციპალიტეტში რამოდენიმე შენობას სახურავი დაუზიანდა.
მოაჯირს, რომელიც გოგებაშვილის ქუჩაზე მდინარე მეჯუდას მიუყვება, ყოველდღიურად აკლდება დეკორატიული ნაწილები.
ჩატარებული შეხვედრები ითვალისწინებდა ფხვენისიდან, შინდისიდან, ვარიანიდან, ვარიანის მეურნეობიდან, საქაშეთიდან წარმოდგენილი ფერმერებისათვის/წყალმომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და ცნობიერების ამაღლების სემინარების ჩატარებას.
შეხვედრის მიზანი, უწყებათა შორის კოორდინაციის გაუმჯობესება, ქალთა მიმართ ძალადობის რეფერალური სისტემის განვითარება და გენდერული ძალადობის რეფერალური პროტოკოლის განხილვა და შემუშავება იყო.