სიახლეები

სიახლეები

15 თებერვალი, 2019

საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციის მიზნით სამუშაოები მიმდინარეობს

2019 წლის იანვარში გორის მუნიციპალიტეტის მერის და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების მხარდაჭერით, მსოფლიო ბანკის „ირიგაციისა და მიწის ბაზრის განვითარების პროექტის“ წყალმომხმარებელთა განვითარების ხელშეწყობის ჯგუფმა, შპს „საქართველოს მელიორაციის“ სერვის ცენტრის წარმომადგენლებთან მჭიდრო კოოპერაციის ფარგლებში, დაასრულა პროექტით გათვალისწინებული ზედა-რუს საირიგაციო სისტემის მომსახურების ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ფერმერთა საინიციატივო ჯგუფებთან შეხვედრების მორიგი რაუნდი.

ჩატარებული შეხვედრები ითვალისწინებდა ფხვენისიდან, შინდისიდან, ვარიანიდან, ვარიანის მეურნეობიდან, საქაშეთიდან წარმოდგენილი ფერმერებისათვის/წყალმომხმარებლებისთვის ინფორმაციის მიწოდებასა და ცნობიერების ამაღლების სემინარების ჩატარებას. მიმდინარე სემინარების ძირითად თემებს წარმოადგენდა აღნიშნული სისტემის შიდა-სამეურნეო ქსელების დაგეგმილი საპროექტო სამუშაოების დაწყების (თებერვალი-მარტი) და წყალმომხმარებლების მხრიდანამ პროცესის აქტიური ხელშეწყობის მნიშნვნელობის შესახებ საკითხები. ამასთან ერთად, ფერმერების მაღალი ინტერესიდან გამომდინარე, აღნიშნულ პროცესებში მონაწილეობის მიზნით, განხილულ იქნა წყალმომხმარებელთა სამუშაო ჯგუფების/საბჭოების (საზოგადოებრივ საწყისებზე) ფორმირების მიზანშეწონილობა (სემინარებზე წარმოდგენილი მოტივირებული, შესაბამისი ტექნიკური ცოდნის მქონე ფერმერების გათვალისწინებით).

წყალმომხმარებლების ჯუფების/საბჭოების მონაწილეობის განხორციელება გულისხმობს საპროექტო ორგანიზაციის, მსოფლიო ბანკის პროექტის ჯგუფის და შპს „საქართველოს მელიორაციის“ წარმომადგენლებთან ერთად ადგილებზე ტექნიკური პრობლემების ერთობლივ იდენტიფიცირებას, მათი მხრიდან ტექნიკური საკითხების წარმოდგენას და განხილვას, რათა საპროექტო ორგანიზაციის მიერ შიდა-სამეურნეო ქსელების დეტალური პროექტის მომზადებისას მაქსიმალურად იქნას გათვალისწინებული (ლოგიკური ტექნიკური გადაწყვეტილებების შესაძლებლობის ფარგლებში) ფერმერების/წყალმომხმარებლების ინტერესები.

შედეგად, მიმდინარე წლის იანვრის მდგომარეობით, ზედა რუს საირიგაციო სისტემის მომსახურების ტერიტორიაზე, გორის მუნიციპალიტეტის ფერმერების/წყალმომხარებელების წარმომადგენელთა თანხმობით ფორმირებულია ორი წყალმომხმარებლების სამუშაო ჯგუფი/საბჭო, რაც უზრუნველყოფს მათ ორგანიზებულ ჩართულობას ზემოდასახელებული საპროექტო სამუშაოების განხორციელების პროცესში.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით