სიახლეები

სიახლეები

22 თებერვალი, 2019

პროექტი დევნილი ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით

„ინოვაცია და ჩვენ“ - ასე ქვია პროექტს, რომლის გახსნის ღონისძიებას დაინტერესებული ახალგაზრდები, ადგილობრივი ხელისუფლების, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

„მიხარია, რომ დღეს თქვენთან ერთად ვარ და ვესწრები ისეთი მნიშვნელოვანი პროექტის გახსნას, რომელიც დევნილი ახალგაზრდების დასაქმების მიზნით ხორციელდება. მსგავსი პროექტი მართლაც დროული და საჭიროა ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის. მადლობას ვუხდი თითოეულ ორგანიზაციას, რომლის ხელშეწყობითაც მისი განხორციელება დაიგეგმა.“ - აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ღონისძიებაზე.

პროექტი დაეხმარება დევნილ ახალგაზრდებს დასაქმებისთვის საჭირო უნარების განვითარებაში და ხელს შეუწყობს სოციალური მეწარმეობის განვითარებას საქართველოში. სამთვიან კურსის ფარგლებში 25 დევნილი ახალგაზრდა შეისწავლის მარკეტინგს, ვებ-დიზაინს, ინგლისური ენას, გუნდური მუშაობას, პრობლემის გადაჭრის მეთოდებს, დროის მენეჯმენტსა და პრეზენტირების ტექნიკას.

პროექტის მეორე ფაზაში დაფუძნდება სოციალური საწარმო, სადაც დასაქმდება და სტაჟირებას გაივლის პროექტის 10 წარმატებული მონაწილე. პროექტს, ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით, ახორციელებს ასოციაცია სამხარეო განვითარება მომავალი საქართველოსთვის (RDFG).

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით