
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

01 მარტი, 2019
2019 წელს გორის მუნიციპალიტეტის მერიამ სოციალური მიმართულებით 5 ორგანიზაციასთან თანამშრომლობა უკვე დაიწყო. ამ ეტაპზე შერჩეულია 5 პროექტი. ამ პროექტების დაფინანსებით, მერია ბენეფიციარების ცხოვრების პირობების გაუმჯობესებასთან ერთად, პროექტში ჩართული ადამიანების დასაქმებასაც ახორციელებს. მარტო ამ 5 პროექტის ფარგლებში, მერიამ 50 - მდე ადამიანი უკვე დაასაქმა.
მერია არასამთავრობო ორგანიზაცია „ბეთლემთან“ ერთად პროექტს „თაობათა დიალოგს“ ახორციელებს, რომელიც სკრის თემში მცხოვრებ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების საზოგადოებაში ინტეგრაციასა და მათ დახმარებას ისახავს მიზნად.
პროექტს მერია 5190 ლარით აფინანსებს. პროექტის ფარგლებში მერიამ 3 ადამიანი დასაქმა, რაც ამ კუთხითაც ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოება „ბილიკთან“ განხორციელებულ პროექტის „ თანადგომა“ ფარგლებში, ხორციელდება 2 დღის ცენტრის ბენეფიციარებისათვის საბაზო საინტეგრაციო მომსახურების მიწოდებას. მერია პროექტს 4 000 ლარით აფინანსებს. გორის მუნიციპალიტეტის მერია და ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ უკვე მეორე წელია ახორციელებს ერთობლივ პროექტს „ღირსეული სიბერე“. პროექტი გორში არსებული დღის ცენტრის ფუნქციონირებასა და სოფლებში“ შავშვები, კარალეთი, ნიქოზსა და მერეთში მოხუცთა შინ - მოვლას გულისხმობს. 22 432 ლარით პროექტს მერია აფინანსებს, შესაბამისად პროექტზე მერიის მიერ 20 ადამიანია დასაქმებული.
მერია „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე 25 ბავშვის სოციალური რეაბილიტაციასა და დღის ცენტრის მომსახურებას წელიწადში 69 300 ლარით აფინანსებს. ამ პროექტით მერიამ 19 ადამიანის დასაქმება უზრუნველყო. „მოხუცებულთა შინმოვლის“ პროექტს მერია საქართველოს სამარიტელთა კავშირთან ერთად ახორციელებს, რომლის ფარგლებშიც 6 ადამინი დასაქმდა. ამ და სხვა სახის მომსახურებაში გორის მერია 32 065 ლარს გადაიხდის.
სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით, მერია აფინანსებს ისეთ ორგანიზაციებს, რომლებიც თავისი პროექტების განხორციელებით ხელს უწყობენ გორის მუნიციპალიტეტის მოსახლეობის სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებას. 2019 წელს სოციალური პროექტების თანადაფინანსებისთვის 250 000 ლარია გამოყოფილი. 2018 წელს სოციალური პროექტების თანადაფინანსების პროგრამით მერიამ 15 პროეტი დააფინანსა.