სიახლეები

სიახლეები

21 თებერვალი, 2019

შეხვედრა გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში მცხოვრებ მოსახლეობასთან

„გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში ეტაპობრივად ხორციელდება სასმელი წყლისა და განათების სისტემების მოწყობა, საგზაო ინფრასტრუქტურის, სპორტული მოედნებისა და საბავშვო ბაღების რეაბილიტაცია. 2018 წელს დასრულდა მერეთი-კოშკა-გუგუტიაათკარის, ქვეში-სათემო-ციცაგიაანთკარი - ახრისისა და ზემო ხვითი - ზემო ნიქოზის დამაკავშირებელი გზებისა ასფალტირება, რისთვისაც 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა.

მიმდინარე წელს იგეგმება სოფელ მეჯვრისხევი - ახალუბნისა და დიცი-ქორდი-არბო-მერეთის დამაკავშირებელი გზებისა და ქვემო ნიქოზში ბაზასთან მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. მეჯვრისხევსა და ერგნეთში (ერგნეთთან ერთად მოემსახურება მეღვრეკისსაც) აშენდება საბავშვო ბაღები და სპორტული კომპლექსები. აძვში მოეწყობა სანიაღვრე არხი.“ - განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა საზღვრისპირა სოფლებში მცოხვრებ მოსახლეობასთან შეხვედრისას.

შეხვედრას ესწრებოდნენ ასევე, ადგილობრივი ხელისუფლებისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები, ყოფილი სახალხო დამცველი უჩა ნანუაშვილი და ადამიანის უფლებათა ცენტრის აღმასრულებელი დირექტორი ალეკო ცქიტიშვილი. შეხვედრა, რომელსაც გორის დემოკრატიის სკოლამ უმასპინძლა, პროექტ „იურიდიული დახმარება და ადამიანის უფლებათა მონიტორინგის“ ფარგლებში გაიმართა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით