გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06
მიღებული დაფინანსების ფარგლებში მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში სოფლის განვითარების მიზნით, განხორციელდება ადგილობრივების მიერ შერჩეული პროექტი. მალე დაიწყება მოსახლეობასთან შეხვედრებიც. გარდა ამისა, მოეწყობა სადემონსტრაციო ნაკვეთები, სადაც მოსახლეობა გაეცნობა სოფლის მეურნეობის თანამედროვე მიდგომებს.
გუნდი შოთა ჩოჩიშვილის სახელობის კომპლექსური სპორტული სკოლისა და ავთანდილ შოშიაშვილის სახელობის კრივის სპეციალიზირებული სპორტული სკოლის დარბაზებში 25 აპრილამდე ივარჯიშებს.
გორის მერი ქალთა ფეხბურთის გუნდის წევრებს შეხვდა.
შეხვედრები 23 აპრილს სოფელი ხიდისთავიდან დაიწყება
დედამიწის დღე გორში დასუფთავებისა და გამწვანების აქციებით აღინიშნა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორგანიზაციების - ა(ა)იპ კეთილმოწყობისა და ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოების თანამშრომლებთან ერთად, გორიჯვრის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.
ბერბუკის დევნილთა ჩასახლებაში არსებულ საზოგადოებრივ ცენტრს საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორმა 50 სხვადასხვა ჟანრის წიგნი გადასცა.
გასული წლისგან განსხვავებით, 2019 წელს პროგრამის ფარგლებში გარდა პროექტის ღირებულების 90%-ისა, მერია ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების წილობრივ თანხასაც აფინანსებს.
ფორუმის ორი ყველაზე აქტიური მონაწილიდან ერთი რუმინეთში, ხოლო მეორე პოლონეთში გაცვლითი სასწავლო პროგრამის ფარგლებში ორი კვირით გაემგზავრება.
„მე ვგეგმავ ჩემი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტს!“ - ამ სლოგანით “სამოქალაქო ბიუჯეტი 2020“ - ის ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შერჩევის პროცესი იწყება.
დედაენის დღე ტრადიციულად სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში აღინიშნა. 1978 წლის 14 აპრილის ისტორიული მოვლენებთან დაკავშირებით მუზეუმში კონფერენცია გაიმართა.