სიახლეები

სიახლეები

22 აპრილი, 2019

დედამიწის დღე გორში

დედამიწის დღე გორში დასუფთავებისა და გამწვანების აქციებით აღინიშნა. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ორგანიზაციების - ა(ა)იპ კეთილმოწყობისა და ა(ა)იპ სპორტის განვითარებისა და ხელშეწყობის სააგენტოების თანამშრომლებთან ერთად, გორიჯვრის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია დაასუფთავეს.

ღონისძიება კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) მხარდაჭერით, USAID-ის დაფინანსებული პროექტის „ნარჩენების მართვის ტექნოლოგიები რეგიონებში“ - ის ფარგლებში გაიმართა.

დასუფთავების აქციის მონაწილეებმა გორის მერიის ადმინისტრაციულ შენობის მიმდებარედ არსებულ გაზონში კატალპისა და ტუიების ნერგებიც დარგეს. გარდა აქციებისა, მუნიციპალიტეტის მასშტაბით განთავსდა ათეულობით ბანერი წარწერით - „ნუ დააბინძურებ შენს სამშობლოს“. გორის მერია ბანერებით CENN - მა უზრუნველყო. დედამიწის საერთაშორისო დღე საქართველოში 1990 წლიდან აღინიშნება.

22 აპრილს დედამიწის დღე 1970 წლიდან აღინიშნება. მასშტაბურ გარემოსდაცვით ღონისძიებებში მსოფლიოს 192 ქვეყანა მონაწილეობს. #დედამიწისდღე #გორი

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით