სიახლეები

სიახლეები

18 აპრილი, 2019

წელს გორის მერიამ 18 ამხანაგობის 22 პროექტი უკვე დააფინანსა

გორის მერმა ყიფიანის ქუჩაზე №11-ე მრავალსართულიანი კორპუსის ეზოს მოასფალტების სამუშაოები დაათვალიერა. პროექტი, რომლის ღირებულების 90%-ი ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება, „ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებისა და ინდივიდუალური საცხოვრებელი სახლების მესაკუთრეთა გაერთიანებების თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. ადგილობრივები კონსტანტინე თავზარაშვილთან საუბრისას აღნიშნავდნენ, რომ მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების გარეშე აღნიშნული პროექტის განხორციელებასა და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას ვერ შეძლებდნენ.

მიმდინარე წელს თანადაფინანსების მიზნით, 18 ამხანაგობამ უკვე წარმოადგინა მერიაში 22 საპროექტო ინიციატივა. მათ შორის ყველა დაკმაყოფილდა. პროექტების ჯამურმა ღირებულებამ 307 517, ხოლო მერიის დაფინანსების წილმა 272 616 ლარი შეადგინა. სახურავების გადახურვა, ეზოს მოასფალტება, სასმელი წყლის, საკანალიზაციო სისტემების, კორპუსების ფასადების, ლიფტებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია - ეს იმ სამუშაოების არასრული ჩამონათვალია, რაც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში წლების მანძილზე ხორციელდება.

გასული წლისგან განსხვავებით, 2019 წელს პროგრამის ფარგლებში გარდა პროექტის ღირებულების 90%-ისა, მერია ამხანაგობების სოციალურად დაუცველი წევრების წილობრივ თანხასაც აფინანსებს. თანადაფინანსების პროგრამა მუნიციპალიტეტს პრივატიზებული მრავალბინიანი საცხოვრებელი კორპუსების კანონიერად დახმარების საშუალებას აძლევს. მოქალაქეები მინიმალური ფინანსური თანამონაწილეობით ახორციელებენ პატარ-პატარა პროექტებს. თანამონაწილეობა ამაღლებს საერთო საკუთრების მიმართ მოსახლეობის პასუხისმგებლობასაც.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით