სიახლეები

სიახლეები

14 აპრილი, 2019

დედა ენის დღე გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში აღინიშნა

დედაენის დღე ტრადიციულად სოფელ ვარიანში, იაკობ გოგებაშვილის სახლ-მუზეუმში აღინიშნა. 1978 წლის 14 აპრილის ისტორიული მოვლენებთან დაკავშირებით მუზეუმში კონფერენცია გაიმართა.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა ბავშვებთან ერთად გოგებაშვილის სახლ-მუზეუმი დაათვალიერეს და მათთან ერთად დედა ენაზე, მის ავტორსა და ქართული ენის მნიშვნელობაზე ისაუბრეს.

ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს ორგანიზებით მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდებმა დედა ენასთან დაკავშირებით ნახატები დახატეს და სკვერის ტერიტორიაც მოხატეს. პატარები აქტიურად ჩაერთვნენ „ასოთწყობის“ თამაშშიც. დედა ენის დღესთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისათვის სკოლის მოსწავლებს მადლობის სიგელები გადაეცათ.

1978 წლის 14 აპრილს კონსტიტუციაში სახელმწიფო ენის შესახებ ჩანაწერის ცვლილების წინააღმდეგ თბილისში საპროტესტო აქციები მოეწყო. ცვლილების მიხედვით, საქართველოს რესპუბლიკაში ქართული ენის, როგორც სახელმწიფო ენის სტატუსი უქმდებოდა. საზოგადოების მტკიცე მოთხოვნისა და პროტრსტის შედეგად კი ქართულ ენას სახელმწიფო ენის სტატუსი შეუნარჩუნდა. #დედაენისდღე2019

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით